25-12-2017

მეცხოველეობის განვითარებაში ვეტერინარიის როლი მნიშნელოვანია

შალამბერიძე: მეცხოველეობის განვითარებაში ვეტერინარიის როლი მნიშნელოვანია
დაიბეჭდა ჟურნალ “აგრარულ საქართველოში” 
№4 (24) აპრილი 2013

 

შპს ,,ინვეტი’’ უკვე ათეულ წელზე მეტია საქართველოში მაღალხარისხიანი, ევროპული წარმოების ვეტერინარული მედიკამენტებისა და ვაქცინების იმპორტს  ახორცილებს, თუმცა პარტნიორებთან ერთად ადგილობრივად ფარმაცევტულ და  საკვებგადამამუშავებელ საქმიანობასაც ეწევა და მისი პროდუქცია საკმაო პუპულარობითაც სარგებლობს. კომპანიასთან არსებული მომსახურების ცენტრი  ახალგარზრდა, პროფესიონალი ვეტერინარებითაა დაკომლექტებული, რომლებიც ძირითადად  ფერმერულ  მეურნეობებს ემსახურებიან, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე სწავლობენ არსებულ მდომარეობას, უწევენ მონიტორინგს, და ფერმერებს ტრეინინგებს უტარებენ. კომპანიის დირექტორს ბატონ დავით შალამბერიძეს ამ ხნის განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად სათქმელიც ბევრი დაუგროვდა, იგი დღეს ჩვენი ჟურნალის სტურმარია.

 

– ბატონო დავით, თქვენი შეფასებით, როგორი ვითარებაა ვეტერინარიის მხრივ ქვეყანაში?
– ვეტერინარიაში  წლებია არაფერი გაკეთებულა,– უფრო მეტიც, რაც იყო ისიც დაინგრა და განადგურდა, – გულისტკივილით აღნიშნავს  ბატონი დავითი.
მოგეხსებათ, მეცხოველეობა ფერმერული და გლეხური მეურნეობების მიმართულებებით ვითარდება, ფერმერული მეურნეობები შედარებით ცოტაა და დაავადებების მხრივ კონტროლდება. თუ მათ საქმიანობას ხელშეწყობა ექნება, ქვეყნის ბაზარი ადგილობრივი ხორცითა და რძის პროდუქტებით მომარაგდება. მაგრამ გლეხურ მეურნეობებში საკმაოდ რთული ვითარებაა. არ არსებობს ამა თუ იმ დაავადებაზე ინფორმაცია, თუ გაჩნდა დაავადება  მოსახლეობას პრევენციული ზომების მიღების სურვილი არც აქვს და  მისგან გამოწვეულ ზარალსაც მშვიდად ეგუება. ეს, რა თქმა უნდა, ფერმერულ  მეურნეობებსაც საფრთხეს უქმნის, რადგან დაავადების შემთხვევაში ფერმერი ვეღარც  ხორცს აწარმოებს და ვეღარც რძის პრდუქტებს. ამ პრობლემას ადრე არც კანონი არეგულირებდა და არც რაიმე სახელმწიფო პროგრამა არსებობდა. ორი წლის წინ გაჩნდა პირუტყვის დაავადება ,,თურქული’’, ეს ისეთი დაავადებაა, რომ საქონელს არ კლავს, მაგრამ ისე გამოყავს ცხოველი მდგომარეობიდან, რომ მისი პროდუქტიულობა და წარმოება, ფაქტობრივად, ნოლის ტოლია. ამან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. წარმოიდგინეთ, რამხელა ზარალი განიცადა მოსახლეობამ, ეს კი იმან გამოიწვია, რომ არ იყო პრევენციული ზომები მიღებული.

 

– სახელმწიფო არ იღებდა პრევენციულ ზომებს, პირუტყვი არ იცრებოდა?
– აცრები ჩატარდა მხოლოდ სასაზღვრო ზონებში, ისიც ,,ფაოს’’ დაფინანსებით, ქვეყნის შიგნით მომთაბარე  პირუტყვი კი აუცრელი დარჩა. სახელმწიფომ არ გაატარა საჭირო ზომები იმ პერიოდში. შარშან კი, წინასაარჩევნოდ, შემოდგომაზე, საქართველოში მასიური ვაქცინაცია ჩატარდა და შედეგმაც არ დააყოვნა, წელს საქონლის მიერ მიღებულმა ნამატმა 100 %-ს  მიაღწია.
ასევე მოხდა ფრინველთან დაკავშირებითაც, შარშან  მეფრინველეობაში  ნიუკასლის დაავადება,  ეგრეთწოდებული ,,ქათმის ჭირი‘’ გაჩნდა და მთელი საქართველო მოიცვა. უამრავი  ფრინველი დაიხოცა. აფრიკულმა ცხელებამ მეღორეობა გაანადგურა და ასე შემდეგ. საერთო ჯამში დიდი პრობლემა დგას ვეტერინაარიაში, ამას მიხედვა უნდა. თორემ ვირულენტური ვირუსის საველე შტამები თუ ფერმებშიც შევიდა, იქ უკვე მკაცრი მეთოდების გამოყენება გახდება საჭირო. მოგეხსენებათ, მოსახლეობაში, საველე პირობებში ძნელია აკონტროლო სიტუაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ დავნერგოთ ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო მაღალტექნოლოგიური ვექტორული ვაქცინა (VECTORMUNE HVT NDV), რომელიც იძლევა 72 კვირიან ჭირის საწინააღმდეგო იმუნიტეტს, ფაქტიურად, წელიწადზე მეტი. ჩვენ გვინდა, ეს ტექნოლოგია ინკუბატორებში დავნერგოთ, რის შედეგადაც ფერმერები და გლეხები იყიდიან უკვე ვაქცინირებულ წიწილებს და აღნიშნული პრობლემა მოეხსნებათ.

 

– ბატონო დავით, დღეს ყველა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკობს, ვეტერინარიის მხრივ არ იგეგმება ახალი პროექტები, რომ ეს დარგიც განვითარდეს?
– ახლახანს სურსათის უვნებლობის სააგენტოში გაჩნდა იდეა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც მეცნიერებით, პრაქტიკოსი ვეტერინარებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, რომლებიც იმუშავებენ იმ თემებზე, რაც დღეს მოსახლეობას, წვრილ და მსხვილ ფერმერულ  მეურნეობებს აწუხებს, ვფიქრობ, დიდი დატვირთვა ამ კომისიაში ქართველ მეცნიერებზე უნდა მოვიდეს, რადგან კვლევითი ინსტიტუტები გაუქმდა, ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ გვყავს ეს ხალხი და უნდა შევეცადოთ, სამეცნიერო პოტენციალი გამოვიყენოთ. მივცეთ ამ ხალხს საშუალება, თუნდაც ვეტერინარიას მიხედოს, მითუმეტეს, რომ  ქართული ჯიშის ძროხა უნიკალურია თავისი მონაცემებით, განსაკუთრებით მდგრადია ინფექციების მიმართ, ძლიერი იმუნიტეტი აქვს. წინა ხელისუფლებამ მილიონები დახარჯა კულტურული ჯიშების ჩამოყვანაზე, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს იქიდან ერთიც აღარ არის ცოცხალი, ვერ გაუძლო ჩვენს პირობებს. ევროპაში კარგი პირობები აქვთ, გაუმჯობესებული სანიტარია, მაღალ დონეზეა ვეტერინარია. რაც უფრო კულტურულია ჯიში, მით უფრო სუსტია. ხომ შეიძლებოდა ეს ფული სხვა მიმართულებით დახარჯულიყო, თუნდაც ჩვენი, ადგილობრივი ჯიშების სელექციაზე.
ვფიქრობ, ნებისმიერი დარგის განვითარებას კანონმდებლომაც უნდა შეუწყოს ხელი, არ შეიძლება ცხოველის თუ ფრინველის ვაქცინაცია საშიშ დაავადებებზე მხოლოდ მესაკუთრის ნებაზე იყოს დამოკიდებული, თუმცა ყველამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ   ვაქცინაციის არ ჩატარების შემთხვევაში ინფექციის კერის პრეცენდენტი იქმნება, საფრთხეს უქმნი ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვას უქმნი დაავადების საშიშროებას. მაგრამ სანამ ჩვენს მოსახლეობაში ამის კულტურა არ არსებობს, კანონმა უნდა  იმუშაოს. ნებისმიერ ქვეყანაში კანონი ავალდებულებს ფერმერს თუ გლეხს სახელმწიფოს მიერ რეკომენდირებული ვაქცინაციის პროგრამები ზუსტად შეასრულოს. გამოიყენოს. კომუნისტების დროს ეს მაღალ დონეზე იყო, მაშინ ვაქცინაც უფასო იყო და მეცხოველეობაც განვითარებული. დღეს კი ჩვენნაირი პატარა წარმოება მეცხოველეობისა და სოფლის-მეურნეობის პროდუქტების ყოფილი დსთ ქვეყნებში არავის აქვს. შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით  ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოება 30%, ხოლო 70% –  იმპორტი. ძროხის ხორცი დაახლოებით 60% ადგილობრივი, და დანარჩენი იმპორტი,  ღორის ხორცი – 85% იმპორტი და 15% ადგილობრივი. რძე დაახლოებით 20-25%ადგილობრივი, დანარჩენი იმპორტი, ეს უხეში მონაცემებია, მაგრამ დაახლოებით ასეა. რაც სავალალო ფაქტია. აგრარული ქვეყანა ვართ, ბუნებრივი ალპური ზონები გვაქვს, სადაც ყველაზე ძვირფასი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იწარმოება. თუ ჩვენს ქვეყანაში დაიწყება მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ინტენსიური განვითარება, ეს გამოიწვევს სხვა ბევრი მომიჯნავე დარგების აღორძინებას როგორიცაა: მერმარცვლეობა, ვეტერინარია, საკვებწარმოება, მშენებლობა, და სხვა. ჩვენ  კი ამის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რაღაც ძვრები შეიმჩნევა, ადრე რომ გეყვირა, მაინც არავინ მოგისმენდა, მაგრამ უკვე სოფლის მეურნებას დიდი ყურადღება ეთმობა, შემუშავდა ბევრი პროგრამა თუ  პროექტი, და ვფიქრობ, ამ კუთხით  წინ წავალთ და ხელი შეეწყობა ფერმერებს და მეცხოველეობის განვითარებას, და ზოგადად სოფლის განვითარებას საქართველოში.

 

– ვეტერინარების მხრივ როგორაა საქმე, გვყავს კი მომზადებული და საკმარისი ვეტერინარები?
– ფაქტობრივად, საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარია მოშლილი იყო,  ფაქტიურად, არ გვყავდა ჩვენი კადრი, მაგრამ ახლა ყველა სოფელს საკუთარი ვეტერინარი ეყოლება, წელს უკვე ,,თურქულის“, ჯილეხის და ცოფის ვაქცინაციის ხარჯები ბიუჯეტშია ჩადებული და მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრა. ბრუცელიოზიც დიდ პრობლემად რჩება ქვეყანაში, ამისთვის აუცილებელია შემუშავდეს მისი საწინააღმდეგო პროგრამა, რადგან ბრუცელიოზი ისეთი დაავადებაა,  რომელსაც მარტო ვაქცინაციით ვერ აღმოფხვრი, საკმაოდ ხანგრძლივი ღონისძიებების ჩატარება სჭირდება. ასევე დიდ პრობლემად რჩება სხვა ინფექციური დაავდებები, რომლებიც ფერმერებს დიდ ზიანს აყენებენ.
ვეტერინარია პრაქტიკული დარგია, რომელიც პირდაპირ უკვშირდება ადამიანის ჯანმრთელობას. ცხოველური პროდუქტები, ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი რომ ადამიანისთვის უვნებელი იყოს, მის წარმოებას ყველა დონეზე ვეტერიანრის კონტროლი სჭირდებაობა, ამიტომ აუცილებელია ამ  კუთხით სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების ხელის შეწყობა, მეცხოველეობა რომ განვითარებული იქნება საქართველოში, ეკონომიკაც  წელში გაიმართება და ქვეყანაც.

 

ესაუბრა
მარიამ ლებანიძე