26-02-2018

წიწილების IN-OVO ვაქცინაციის მნიშვნელობა და ძირითადი ასპექტები

შესავალი

 

დღესდღეობით, In-OVO ვაქცინაცია არის ყველაზე მიღებული და გამოყენებადი  ვაქცინაციის მეთოდი მეფრინველეობის ინდუსტრიაში. ამ მეთოდს იყენებს მსოფლიოში არსებული მეფრინველეობის ფერმების უმეტესობა( მაგალითისთვის აშშ-ში არსებული საფრინველეების 96%-ი, იყენებს In-OVO ვაქცინაციას ),რადგან მრავალი კველევბის მეშვეობით დადასტურდა ამ მეთოდის უპირატესობა, სხვა ვაქცინაციის მეთოდებთან შედარებით.

 

ეს უპირატესობებია:

 

  • ადრეული იმუნიტეტი -, გამოჩეკვამდე 2-3 დღით ადრე ემბრიონში ხდება ვაქცინის შეყვანა, სადაც მიმდინარეობს იმუნური რეაქციები და შედეგად გამოჩეკვისას ვიღებთ 1 დღიან წიწილას, რომელსაც აქვს ადრეული იმუნური პასუხი კონკრეტული დაავადების მიმართ.
  • სტრესის შემცირება – გამოჩეკვისას აღარ ხდება 1 დღიანი წიწილი კისერში კანქვეშ ვაქცინაცია, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვანი პრობლემის თავიდან აცილებას. რადგან  ახალ გამოჩეკილი წიწილები სენსიტიურები არიან ყოველგვარი სტრესის მიმართ.
  • რენტაბელურობა – In-OVO ვაქცინაციის აპარატი არის ავტომატური მექანიზმის მქონე, რის გამოც საჭიროებს გაცილებით ნაკლებ ოპერატორს, სხვა ვაქცინაციის მეთოდებთან შედარებით. ასევე, ყოველ 1 წიწილაზე გასახრჯი საინექციო დოზა არის ნაკლები სხვა მეთოდებთან შედარებით.( 0,05მლ, ან 0,1მლ)
  • ადამიანური ფაქტორების გავლენის შემცირება – აღარ ვხვდებით გამოწუნებულ წიწილებს, რომლებიც კისერში კანქვეშ ინექციისას ოპერატორის მიერ იქნა არასწორად აცრილი. გამორიცხულია ისეთი წიწილის არსებობა, რომელიც არ იქნა ვაქცინირებული, რადგან In-OVO ვაქცინაცია სისტემატიზირებული პროცესია, რომელიც მექანიკური ალგორითმით მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ მცირდება ადამიანის კონტაქტი წიწილასთან, რომელიც მექანიკური დამაბინძურებელია საფრინველის.
  • უფრო ჯანმრთელი წიწილა-გამოჩეკილი 1 დღიანი წიწილა აღარ ისტრესება ვაქცინაციის პროცესით და პირდაპირ გადადის საფრინველეში, სადაც ადრეულად იღებს საკვებს და წყალს. ასევე, In-OVO ვაქცინაციის აპარატი ყოველი ინექციისას ასტერილებს ნემსს, რაც წარმოადგენს ბაქტერიული დაბინძურების პრევენციას.

 

 

In-OVO ვაქცინაციის თავისებურებანი

 

In-OVO ვაქცინაციის აპარატის გამოყენება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს წიწილის ემბრიონალური განვითარების პროცესის ცოდნას თუ ინკუბაციის რომელ დღეს და რომელ შრეში უნდა მოხდეს ვაქცინის ინექცია. ოპტიმალური დრო In-OVO ვაქცინაციისა არის ემბრიონის განვითარების 17.5-19.2 დღეები(წიწილას, თავი აქვს მარჯვენა ფრთის ქვეშ, ხოლო ყვითრის პარკი იწყებს წიწილის მუცლის ღრუში გადასვლას), ხოლო რელევანტური ინექციის  ადგილებია: ამნიონის ღრუ და ემბრიონის სხეული. აქედან გამომდინარე, პოსტ-ვაქცინალური რეაქციები არ შეიმჩნევა, ხოლო წიწილების გამოჩეკვის კოეფიციენტი არის მაქსიმალური. უფრო ადრე ან გვიან ვაქცინირებულ წიწილებში, ასევე ,კვერცხის ინექცია სხვა შრეებში,  იწვევს სკივდილიანობას და იმუნური რეაქციების არასრულფასოვნებას.

 

 

დასკვნა

 

ბოლო დროის განმავლობაში, ემბრიონის In-OVO ინექცია გახდა მნიშვნელოვანი ვაქცინაციის მეთოდი,რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის.  მეფრინველეობის ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების რეკომენდაციით, ახალი თაობის ვაქცინების( Transmune IBD, Vectormune ND, VAXXITEK HVT+IBD…) გამოყენება, ზემოხსენებული უპირატესობებიდან გამომდინარე, უმჯობესია  მოხდეს In-OVO ვაქცინაციის მეთოდით, რათა თავიდან ავიცილოთ 1 დღიან  წიწილებში სტრესის განვითარება და  ხელი შევუწყოთ ადრეული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.