14-05-2019

Interchemie ვეტერინარული სემინარი ნიდერლანდებში

ვეტერინარული სემინარი ნიდერლანდებში

 

ინტერქიმია მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანას ამარაგებს ვეტერინარული პროდუქტით, მათ შორის მედიკამენტებით, საკვები დანამატებითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

 

ინტერქიმიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ინვეტ ჯგუფია.

 

დიდი ხნის მეგობრული და პროფესიონალური პარტნიორობის საფუძველზე, ინტერქიმიამ მიგვიწვია სემინარზე ნიდერლანდებში, რომელსაც შვიდი ქართველი ვეტერინარი ესწროებოდა. ვეტერინარები უშუალოდ გაეცნენ საწარმოს სამუშაო პროცესს და აიმაღლეს ცოდნა ვეტერინარული კუთხით.

 

ინვეტ ჯგუფი მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს პარტნიორი ვეტერინარების განვითარებას.

 

 

ერთად ვიზრუნოთ წარმატებისთვის!