06-06-2017

თანამედროვე სპრეი აპარატის დამონტაჟება კომპანია “ჩირინა”–ში

კომპანია „ინვეტი“ წარმატებით განაგრძობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მიმდინარე წლის მაისის თვეში კომპანია „ჩირინა“–ს ინკუბატორში განხორციელდა თანამედროვე სპრეი აპარატის დამონტაჟება. აპარატი წარმოადგენს „Desvac“ და „Ecat-ID“ –ის ინლაინ სპრეის, რომლითაც ინკუბატორში იცრება 1 დღიანი წიწილები ნიუკასლის დაავადებასა და ინფექციურ ბრონქიტზე.

 

სპრეი აპარატი უზრუნველყოფს ვაქცინის დოზის ზუსტ განსაზღვრას, ყუთზე 100%– იანი სიზუსტით თანაბრად ანაწილებს გამოფრქვეულ ვაქცინას და უზრუნველყოფს ჩატარებული ვაქცინაციის ეფექტურობას.