15-10-2018

სინქრონიზაციის როლი რეპროდუქციაში

თანამედროვე მსოფლიოში ცხოველთა აღწარმოებაში ბუნებრივ–ფიზიოლოგიურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება მეცხოველეობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და აუცილებელი პირობა წარმატებული რეპროდუქციისათვის.

 

რეპროდუქცია – ხელახალი წარმოება, კვლავ წარმოება, გამრავლების ფუნქციის შექმნის უნარი. ამ ფუნქციის შესრულება შესაბამისად რეპროდუქციულ სისტემას აკისრია. სასოფლო–სამეურნეო ცხოველთა რეპროდუქციული სისტემა შედგება განსხვავებული მორფოლოგიის მქონე ორი სისტემისაგან, მდედრი და მამრი პირუტყვის სასქესო სისტემებისაგან. რეპროდუქციის უნარი მხოლოდ ბიოლოგიურად მომწიფებულ ცხოველებს აქვთ.

 

ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემა იმყოფება რთულად ორგანიზებული სისტემის ზეგავლენის ქვეშ, რომლის შემადგენლობაში შედის ხუთი იერარქიული კომპონენტი: ქერქვეშა ბირთვები, ჰიპოთალმუსი, ჰიპოფიზი, პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლები და „სამიზნე“ ორგანოები (ვაგინა, საშვილოსნო, საკვერცხეები და ა. შ.).

 

ჰიპოთალმუსი – თავის ტვინში წარმოდგენილი ბირთვების გროვაა, რომელიც წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის მაკონტროლებელ ორგანოს. იგი ასინთეზებს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონებს, რითაც ასტიმულირებს ჰიპოფიზის მოქმედებას.

 

ჰიპოფიზი – არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში და გამოიმუშავებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ეგრეთ წოდებულ ჰორმონებს, რომლებიც ცირკულაციაში გამოთავისუფლების შემდეგ აღწევენ სამიზნე ორგანოებს და ახორციელებენ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ჰიპოფიზში წარმოიქმნება და გამოიყოფა გონადოტროპინები: 1) მალუთეინიზირებელი ჰორმონი – საკვერცხეებში განაპირობებს ოვულაციას/კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას და ხელს უწყობს განვითარებული ფოლიკულის ყვითელ სხეულში გადასვლას და ზრდას; 2) ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი – ხელს უწყობს საკვერცხეების განვითარებას, ფოლიკულის მომწიფებას და კვერცხუჯრედის მომზადებას განაყოფიერებისათვის. აგრეთვე, იწვევს ჰორმონ ესტროგენის კონცენტრაციის მატებას.

 

საკვერცხეები – წყვილი ორგანო, რომელთაც ორი განსხავებული ფუნქცია აკისრიათ: ჰორმონების გამომუშავება (ესტროგენი, პროგესტერონი) და კვერცხუჯრედის წარმოება (ფოლიკულის მომწიფება, ოვულაცია, მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება). ესტროგენი – მათი სინთეზირება ხდება საკვერცხეების უჯრედებში, ყვითელ სხეულსა და პლაცენტაში ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით. იგი უზრუნველყოფს სქესობრივი ციკლის მიმდინარეობას. პროგესტერონი – ხელს უწყობს მაკეობის ნორმალურ მიმდინარეობას და დიდ როლს ასრულებს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მიერ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლატანციისათვის მზადების პროცესში.

 

საშვილოსნო – შედგება საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელისაგან. საშვილოსნოს აკისრია შემდეგი ფუნქციები: დენა (სასქესო გზებიდან ლორწოს გამოდინება), ნაყოფის ტარება და ნაყოფის გამოძევება მშობიარობის დროს.

 

მეცნიერების მიერ ენდოკრინული სისტემის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ დაიწყო განსაზღვრული სქემების და ჰორმონალური პრეპარატების შემუშავება ძროხის რეპროდუქციაზე ზეგავლენის მოსახდენად, რაც წარმატებით იქნა მიღწეული. ჰორმონები არეგულირებენ რეპროდუქციულ განვითარებას. მკვლევარები რომლებიც შეისწავლიან ჰორმონების მოქმედებას უჯრედულ დონეზე, ხშირად უწოდებენ მათ „კარიბჭე გამღებებს“ რაშიც იგულისხმება, რომ ჰორმონები ეხმარებიან უჯრედებს გაატარონ ან აღიქვან ნერვული სიგნალი.

 

სქესობრივი ახურების  პროცესი გულისხმობს განსაზღრულ პერიოდს და გარკვეულ დღეებს. ხელოვნური განაყოფიერების წარმატება ბევრადაა დამოკიდებული ახურების დაწყების ზუსტ გამოვლენაზე და განაყოფიერებისათვის დროის სწორად შერჩევაზე. ფურებისა და სქესობრივად მომწიფებული დეკეულების განაყოფიერების ოპტიმალური დროის დასადგენად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს სქესობრივი ციკლის სხვადასხვა სტადიებზე გამოვლენილი ფიზიოლოგიური ცვლილებები, რასაც ადგილი აქვს დენის, აგზნების, ესტრუსის (სქესობრივი ნდომა) და ოვულაციის დროს. სქესობრივი ციკლის ყველა ამ სტადიას თავისი მახასიათებელი ნიშნები გააჩნია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სქესობრივი ახურების მახასიათებელი ნიშნები არც თუ ისე იშვიათად სუსტად ვლინდება და ხშირად ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსები მიყავს ცდომილებამდე, შედეგად ვიღებთ გამოტოვებულ სქესობრივ ახურებას და გაუნაყოფიერებელ პირუტყვს.

 

მესაქონლეობაში სულადობის აღწარმოების გასაუმჯობესებლად ეფექტური გზაა ინტენსიური რეპროდუქცია. ამის მისაღწევად, ცხოველთა განაყოფიერებაში საუკეთესო საშუალებაა სქესობრივი ახურების სინქრონიზაცია.

 

სქესობრივი ახურების სინქრონიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

  • ცხოველთა ჯგუფის ერთად განაყოფიერება დროის ერთ პერიოდში;
  • მშობიარობა დროის ერთ პერიოდში, ცხოველთა ჯგუფების მიხედვით;
  • მშობიარობებს შორის ინტერვალის შემცირება;
  • პრობლემების გადაჭრა ისეთ ძროხებში, რომლებიც დიდი ხანია დამოუკიდებლად არ მოდიოდნენ სქესობრივ ახურებაში;
  • უნაყოფობით გამოწვეული გამოწუნების შემცირება;
  • მშობიარობების სეზონურობის შეცვლა.

 

სინქრონიზაციისათვის ისეთი ძროხები დაიშვებიან რომლებსაც გააჩნიათ საკვერცხეების და საშვილოსნოს ნორმალური მდგომარეობა. ახურების სინქრონიზაციის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ, რომელსაც შეუძლია ტრანსრექტალური პალპაციის მეთოდის გამოყენების გზით შეაფასოსს პირუტყვის საშვილოსნოს და საკვერცხეების მორფო-ფუნქციური მდგომარეობა. სინქრონიზაციის მომზადების პროცესი მოიცავს ცხოველების შერჩევას, მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეფასებას,  საჭირო პრეპარატების და სპერმის მომზადებას. ხელოვნური დათესვლის ოპტიმალურ დროდ განისაზღვრება სინქრონიზირებული სქესობრივი ახურების დრო.

 

კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ფურებისა და სქესობრივად მომწიფებული დეკეულებისათვის სქესობრივი ახურების სინქრონიზაციის ჰორმონალურ პრეპარატებს (ენზაპროსტი, ოვარელინი, პრიდ დელტა), წარმოებულს საფრანგეთში კომპანია „CEVA”-ს მიერ, რომელსაც წარმატებით იყენებენ მსოფლიოში მოქმედი მესაქონლეობის მსხვილი  მეურნეობები. აღნიშნული ჰორმონალური პრეპარატები გამოიყენება განსაზღვრული სქემის მიხედვით.

 

ენზაპროსტი – (ENZAPROST)- მოქმედი ნივთიერება დინოპროსტი. დახასიათება –

 

ü  სტიმულირებას ახდენს საკვერცხეებში ყვითელი სხეულების, რასაც შემდგომ მოყვება ესტრუსი (სქესობრივი ნდომის გამოვლენა) და ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა და კვერცხუჯრედიდან გამოსვლა);

 

ü  აქვს ძლიერ მასტიმულირებელი ეფექტი საშვილოსნოს გლუვი კუნთების.

 

ოვარელინი – (OVARELIN)- მოქმედი  ნივთიერების სახით წარმოადგენს გონადორელინს – სინთეტიკურ ანალოგს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონისა. გონადორელინი ასტიმულირებს ჰიპოფიზის გონადოტროპინების, მალუთეინიზირებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონების სინთეზსა და სეკრეციას.

 

დახასიათება – ოვარელინი გამოიყენება ძროხებში და სქესობრივად მომწიფებულ დეკეულებში რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირებისთვის:

ü  დაგვიანებული ოვულაციის სამკურნალოდ;

ü  ფოლიკულური კისტის სამკურნალოდ;

ü  უნაყოფობის დროს საკვერცხეების ჰიპოფუნქციის სამკურნალოდ;

ü  ესტრუსის სინქრონიზაციისათვის.

 

პრიდ დელტა – (PRID DELTA)– მოქმედი ნივთიერების სახით წარმოადგენს პროგესტერონს და შეგვყავს ინტრავაგინალურად აპლიკატორის საშუალებით, გამოიყენება კომბინაციაში დინოპროსტთან ერთად.  დახასიათება –

 

ü  პროგესტერონი არეგულირებს სქესობრივ ციკლს, ამზადებს ორგანიზმს განაყოფიერებისა და მაკეობისათვის;

ü  პროგესტერონი ამზადებს საშვილოსნოს ემბრიონის იმპლანტაციისათვის და შემდგომში უზრუნველყოფს მაკეობის შენახვას;

ü  პროგესტერონი აძლიერებს გონადოტროპინ–რილიზინგ ჰორმონების სეკრეციას. შესაბამისად ჰორმონების (მალუთეინიზირებული და ფოლიკულმასტიმულირებული) სეკრეცია ასტიმულირებს ესტროგენების სინთეზს, ხოლო პიკური კონცენტრაცია აინიცირებს ესტრუს და ოვულაციას.

 

თანამედროვე პრაქტიკულ ვეტერინარიაში წარმატებით იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რაც უდაოდ პროგრესის მაჩვენებელია, მაგრამ საჭიროა ამ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაცია.

 

გურამი მელქაძე

კომპანია „ინვეტი“–ის მთ. კონსულტანტი

                                                                                                               აკადემიური დოქტორი.