დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი

დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი

გამოქვეყნდა: 2019-07-19
ბოლო ვადა: 2019-08-19

დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსია

 

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

 

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე/მცოცავი გრაფიკი)

სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით

საწყისი ანაზღაურება: 400 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შიდა უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემის შემუშავება;
  • კომპანიის კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა;
  • კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაცვა/კონტროლი;
  • სამეთვალყურეო კამერების კონტროლი, დროული რეაგირება და ყოველდღიური რეპორტინგი;
  • საეჭვო ვითარების შემჩნევისას დროული რეაგირება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
  • MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა სასურველია

იროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.ge არაუგვიანეს 2019 წლის 19 აგვისტომდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!