გურამ მელქაძე

გურამ მელქაძე

მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერი

ვეტერინარი ექიმი. მეცნიერებათა დოქტორი

 

გურამ მელქაძე კომპანია „ინვეტში“ მუშაობს 2016 წლიდან, ხოლო 2017 წლიდან დღემდე იკავებს კომპანიის  მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერის პოზიციას.

გურამს გააჩია 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვეტერინარიის დარგში სახელმწიფო სტრუქტურებში, სხვადასხვა დროს   იგი გვევლინება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის  ვეტ–სანიტარიული სამსახურის წამყვან სპეციალისტად და  საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტად..2003-2006 წლებში იგი წარმოადგენს სასოფლო – სამეურნეო უნივერსიტეტის მეცხოველეობის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომელს, ხოლო.2006-2013წლებში  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საბაჟო დეპარტამენტის ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამსახურის ოფიცერს.

გურამს მიღებული აქვს ვეტერინარული განათლება საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ – სავეტერინარო სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ვეტერინარული ფაკულტეტზე და მოპოვებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „ღორის ძირითადი დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები ფერმერულ მეურნეობის პირობებში.“