მაკა სხვიტარიძე

მაკა სხვიტარიძე

სტრატეგიული განვითარების მენეჯერი

მაკა სხვიტარიძე კომპანია „ინვეტი“–ს სტრატეგიული მიმართულების მენეჯერის პოციზიას 2017 წლიდან იკავებს. მისი მოღვაწეობა შპს „ინვეტში“ 2014 წლის ივლისიდან იწყება ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციით, ხოლო მოგვიანებით აგრო პროექტებს ხელმძღვანელობს.  მაკა სხვიტარიძეს გააჩნია 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება კერძო, სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებში. პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული აქვს 4 წლიანი გამოცდილება „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ჩართულია იყო რა საგანმანათლებლო/ სასოფლო მიმართულების პროექტებში, კომიტეტის სხდომების მუშაობაში. 2015 წელს იგი არჩეულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დელეგაციის თანაშემწედ.

მას მიღებული აქვს ეკონომიკური განათლება თსუ–ს კომერციისა და მარჯეტინგის ფაკულტეტზე და მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს მენეჯმენტის მიმართულების საერთაშორისო  ტრეინინგები ჩინეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.