ინვეტ ფიდი

კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლის 14 მაისიდან.

პროექტების „აწარმოე საქართველოში“ და „გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი“ ფარგლებში კომპანიამ შესძლო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მძლავრი წარმოდობის (8–10 ტ/სთ) ახალი საწარმოს აშენება ქ. მცხეთაში, სადაც დაიწყო ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებული საკვების წარმოება.

„ინვეტ ფიდი“ ფერმერებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს ფრინველებისა და ცხოველებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.