ინვეტ ზოო

ინვეტ ზოო

 

 

          კომპანია „ინვეტი“ აქტიურად იწყებს  ზოო მიმართულების ათვისებას და „ინვეტ ზოო“–ს სახით გთავაზობთ ევროპული წარმოშობის მაღალხარისხიან პროდუქციას. პრეპარატები, ვაქცინები, საკვები, საკვებ დანამატები და აქსესუარები თქვენი კომპანიონი ცხოველებისთვის (ძაღლი, კატა).

ინვეტის პროფესიონალი ვეტერინარებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი დაგეხმარებათ სწორად იზრუნოთ თქვენი კომპანიონი მეგობრის გაზრდასა და მოვლაში,  ნებისმიერი სახის დაავადების პრევენციასა და დამარცხებაში,  ძაღლის და კატის  მედიკამენტისა თუ საკვების შერჩევაში, რაც აუცილებელია თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად. 

 

          „ინვეტ ზოო“ გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ძაღლის მშრალი საკვები - ეკონომ კლასი, კატის მშრალი საკვები - ეკონომ კლასი, ძაღლის ანტიპარაზიტული წვეთები - ძაღლის რწყილის წამალი, ანტიჰელმინთური - ძაღლის ჭიის წამალი, კატის ანტიპარაზიტული და ანტიჰელმინთური საშუალებები, ძაღლის ვიტამინები, ძაღლის ვაქცინები, კატის ვიტამინები და კატის ვაქცინები,  მედიკამენტები, სადეზინფექციო, ანტისეპტიკური და ჰიგიენური საშუალებები, ძაღლის აქსესუარები, კატის აქსესუარები.

 

          „ინვეტ ზოო“  საქართველოში წარმოდგენილია ისეთი წამყვანი ევროპული ბრენდებით, როგორიცაა Ceva Sante Animale  (საფრანგეთი); Laboratorios Hipra  (ესპანეთი); Visan (ესპანეთი); Sogeval (საფრანგეთი); Interchemie (ჰოლანდია).

 

 

 „ინვეტ ზოო“ თქვენი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის გარანტი და მზრუნველი მეგობარია.