:: პროდუქცია ::
:: გამოკითხვა ::
.......
რა აფერხებს საქართველოში მეფრინველეობის განვითარებას?
1. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი ფერმების სიმცირე;
-----
2. დაბალი ხარისხის მედიკამენტები და ვაქცინები;
-----
3. ფრინველთა სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების დეფიციტი;
-----


რეზულტატების ნახვა
 
 

:: INVET on Facebook ::
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::

 

              :: ფერმერთათვის ::

არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული დაავადებების

პროფილაქტიკა

 

ცნობილია, რომ ხშირად ითვალისწინებენ დაავადების მხოლოდ ეტიოლოგიურ ფაქტორს და მხედველობაში არ იღებენ დაავადების აღმოცენების თანმხლებ და ხელშემწყობ პირობებს. დაავადებულ ცხოველს არა მხოლოდ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ ვკვებოთ ისეთი სრულფასოვანი და კეთილხარისხოვანი საკვებით, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე, ანუ ხელი შევუწყოთ ცხოველის სწრაფ გამოჯანმრთელებას, წონამატისა და პროდუქტიულობის აღდგენას.

არასრულფასოვანი და უხარისხო საკვების მიცემა მიზეზი ხდება ცხოველებში არაგადამდები დაავადებების აღმოცენებისა, რომელთა მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი ბევრად აღემატება ინფექციური და ინვაზიური დაავადებებით გამოწვეულ ზარალს. კვების რეჟიმის დარღვევა და უხარისხო საკვებით კვება იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას, ყველა თანმდევი გართულებებით, რაც გამოიხატება პროდუქტიულობის მკვეთრი დაქვეითებით, წონამატის შემცირებით, ინფექციური დაავადებების მიმართ ამთვისებლობით და სხვა. რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ცხოველის სიკვდილიანობის ან ადრეული გამოწუნების.

 

მინერალური ნივთიერებების ნაკლებობით ან სიჭარბით გამოწვეული დაავადებები

 

მინერალური ნივთიერებები, ბუნებრივი ქიმიური ელემენტები, რომლებიც მოიპოვებიან ნიადაგში, წყალში, ჰაერში, ასევე შედიან მცენარეების, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის შემადგენლობაში.

მინერალური ნივთიერებები შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის თითქმის მთელ გაყოლებაზე.კუჭისა და ნაწლავების შენაცავში ქიმიური ელემენტები იმყოფებიან ხსნადი მარილების სახით.შეწოვის პროცესი რეგულირებადია, ორგანიზმს გააჩნია წინაღობის უნარი, რითაც იგი არიდებს მინერალური მარილებით უჯრედებისა და ქსოვილების გაჯერებას.

მინერალური ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხორციელდება განავლისა და შარდის მეშვეობით, აგრეთვე ოფლით, მკვდარი ეპიდერმისით, ბალნის ცვენით, სანაყოფე სითხით, რძით, კვერცხით, სპერმით და სხვა.

მათი გამოყოფისათვის არსებობს სპეციალური მექანიზმები, ესენია: თირკმლებში, ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში, კუჭში, ნაწლავებში. მინერალური ნივთიერებების გამოყოფის გზა სახეობრივად განსხვავდება.  მაგ: ადამიანი კალციუმს უმთავრესად გამოყოფს შარდით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი განავლით.

 

მაკრო ელემენტები:

ინერალური მარილები შეწოვის შემდეგ ნაწილდებიან სხვადასხვა ქსოვილებში, სადაც მათი შემცველობა განსხვავებულია. ცალკეული ელემენტები უპირატესად გროვდებიან განსაზღვრულ ქსოვილებში.

მაგ: Ca-(კალციუმი), Mg-(მაგნიუმი), P-(ფოფორი) – ძვლოვან ქსოვილში, I-(იოდი) – ფარისებურ ჯირკვალში. 

ამ ორგაოების ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელია აღნიშნული ელემენების ნორმალური შემცველობით.  წინააღმდეგ შემთხვევეაში  ძვლები ხდება ადვილად მტვრევადი, ფარისებური ჯირკვალი იოდის ნაკლებობის კომპენსირებას ახდენს მოცულობაში გადიდებით, შემაერთებელი ქსოვილის ზრდის ხარჯზე.

Ca- 98% არის ძვლოვან ქსოვილში, გარდა ამისა ის მოიპოვება სისხლში 10-25% მდე, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის, რომ მისი მისი კონცენტრაციის მცირედ დაქვეითებაც კი იწვევს პათოლოგიურ პროცესს ორგანიზმში. კალციუმის რაოდენობა განსაზღვრავს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, ხოლო როდესაც ორგანიმს აკლია ეს ელემენტი აღნიშნული ქსოვილი რბილდება, ფაშარდება, წარმოიმნება ღრუები, რაც მოზარდებში იწვევს რაქიტს, ზრდასრულებში კი ოსტეომალაციას, ოსტეოკოროზს და .. რათა ორგანიზმმა შეითვისოს კალციუმი მას ჭირდება D - ვიტამინი. გარდა ამისა კალციუმი არეგულირებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს სისხლის შედედებას. კალციუმის ნაკლებობა იწვევს: ფურებში მშობიარობის შემდგომ პარეზს.

Mgის რაოდენობა ორგანიზმში 0,8%–ია, მისი ნაკლებობის დროს სხეულში ვითარდება მაგნიუმისმიერი ტეტანია ანუ კრუნჩხვები. მაგნიუმი ძირითადად შედის უჯრედის შემადგენლობაში

Na და Cl ერთად ანუ (სუფრის მარილი), რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის ოსმოსურ წნევას, მათი ნაკლებობა მცოხნავებში იწვვს უმადობას, ზრდაში ჩამორჩენას, პროდუქტიულობის დაქვეითებას. ამიტომ ქვამარილი (სალოკი) ყოველთვის უნდა ინახებოდეს საკვებურში, მისი დღიური ნორმა ფურზე 80-100 გრ.

 

მიკრო ელემენტები:

            მიკრო ელემენტებია: I-(იოდი), Co-(კობალტი), Cu-(სპილენძი), Fe-(რკინა), B-(ბორი)

I – ფარისებრი ჯირკვლის მთავარი ჰორმონია, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. იოდის ნაკლებობისას ვითარდება ჩიყვი. ამის მიზეზია ის, რომ იოდის ნაკლებობისას ვერ სინთეზირდება, ჰორმონ თიროქსინი, რომელიც აუცილებელია ყველა იმ პათოლოგიების აღმოსაფხვრელად რომელსაც ჩიყვი და მისი ანმდევი დაავადებები იწვევს.

პროფილაქტიკისთვის, 25 მლ/ იოდიან კალიუმს უმატებენ 100კგ სუფრის მარილში.       

Co - ანტიანემიური ელემენტია, მასში შედის B12 ვიტამინის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ერითროპოეზს ანუ ერითროციტების სინთეზს სისხლმბად ორგანოებში, როდესაც ორგანიზმს აკლია კობალტი (განსაკუთრებით მცოხნავებში) ფაშვში არსებული ინფუზორიები ვერ გამოიმუშავებენ B12 ვიტამინებს ამიტომ მცოხნავებს ხელოვნურად უნდა მივაწოდოთ კობალტი, კობალტის ქლორიდის სახით, 40 მლ/გრ დღეში.

Cu - ანტიანემიური ელემენტია შედის სუნთქვის ფერმენტებში და მისი ნაკლებობისას ცხოველებს განსაკუთრებით მოზარდებს ეწყებათ ე.წ. ლოკვის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში  ხბორები ინტენსიურად ლოკავენ ერთმანეთს და წარმოიქმნება (ბალნის ბურთულა) ბეზუარი. 

Fe - უმნიშვნელოვანესი ელემენტია ორგანიზმისთვის, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და ბოჭავს ჟანგბადს, მასზეა დამოკიდებული საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით სისხლის და უჯრედების მომარაგება. მისი ნაკლებობისას ცხოველებს უნვითარდებათ ალიმენტური და რკინადეფიციტური ავთვისებიანი ანემია.

B - ეს ისეთი მიკროელემენტია, რომლის ორგანიზმში  სიჭარბე იწვევს პათოლოგიებს. მაგ. ბორის დიდი რაოდენობით შემცველობისას ინფუზორიენი იხოცებიან და ვითარდება ბორისმიერი ენტერიტი.

 

                                                                                                  ვალერი ლაცაბიძე. ვეტერინარი

:: ინფორმაცია ::












 

 

 

Copyright © INVET GROUP
Developed by MAXITOP