ალბენდაზოლი 600

 

Albendazole  600

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური საშუალება ორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ....................................................................................................... 600 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 600 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).  ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება: 

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:.............................1 ბოლუსი 100კგ. წონაზე.

ღორი .........................................................................................1 ბოლუსი 30კგ. წონაზე.

ცხენი, ვირი ............................................................................1 ბოლუსი 50კგ.  წონაზე.

ფრინველი .............................................................................. 1 ბოლუსი 20კგ.  წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი და ინფექციური დაავადებები.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე: 4 დღე.

 

შეფუთვა:

50, 100 ბოლუსი ყუთში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალი და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.