ალბენდაზოლი 20% - ანტიჰელმინთი გრანულის სახით

ALBENDAZOL 20%

დავათი, საქართველო

 

 

 

 

 

შემადგენლობა:

1 გრ. შეიცავს:

ალბენდაზოლი ........................................................  200 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 20% გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის,

ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:

კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი,

ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი,ტრიქოცეფალოზი.

– ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).

- ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი). – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

ალბენდაზოლი 20% ცხოველებს ეძლევათ პერორალურად. ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

მსხ. რქ. პირუტყვი .......................................................5გრ. 100კგ. ცოცხალ წონაზე.

ცხვარი, თხა ...........................................................3,75გრ. 100კგ. ცოცხალ წონაზე.

ღორი ........................................................................5გრ. 100კგ. ცოცხალ წონაზე.

ცხენი, ვირი, ჯორი...................................................3,75გრ. 100კგ. ცოცხალ წონაზე.

ბეწვიანი ცხოველი .......................................... 0,75გრ. 10კგ. ცოცხალ წონაზე 2 დღე.

ფრინველი........................................................0,5გრ. 10კგ. ცოცხალ წონაზე 2 დღე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი, ინფექციური დაავადებების.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

500 გრ.  ფოლგის პაკეტი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.