ალბენდაზოლ 3000 ანტიჰელმინთი ბოლუსებში

ალბენდაზოლი 3000

დავათი, საქართველო

 

 

 

 

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ..........................................................................3000 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით.

აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: – კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი,

უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი,

მეტასტრონგილიოზი). – ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი). – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

ალბენდაზოლი 3000 ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ........................................... 1 ბოლუსი 350კგ. ცოცხალ წონაზე.

ფასციოლოზის, დიკროცელიოზის და პარამფისტომატოზის დროს დოზა ორმაგდება და ინიშნება 1 ბოლუსი 200 - 250 ცოცხალ წონაზე.

 

 

უკუჩვენებები:

არ ინიშნება მაკეობის პირველ ტრიმესტრში და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

40 ბოლუსის ყუთში

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.