ალბენდაზოლ 360 - ანტიჰელმინთი ბოლუსებში

ალბენდაზოლი 360

დავათი, საქართველო

 

 

 

 

 

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

ალბენდაზოლი ..................................................  360 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება

ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული

და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 360 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის,

ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი

დაავადებების დროს: – კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი,

ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,

სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი,

ჰეტერაკიდოზი.

- ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი,

მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).

-  ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).

- ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

ალბენდაზოლი 360 ცხოველებს ეძლევათ პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:......................1 ტაბლეტი 50კგ. ცოცხალ წონაზე.

ფასციოლოზის, დიკროცელიოზის და პარამფისტომატოზის დროს დოზა ორმაგდება და ენიშნება 1 ტ. - 25 კგ ცოცხალ წონაზე.

ღორი:............................................................1 ტაბლეტი 15კგ. ცოცხალ წონაზე.

ცხენი, ვირი:....................................................1 ტაბლეტი 25კგ. ცოცხალ წონაზე.

ფრინველი:......................................................1 ტაბლეტი 10კგ. ცოცხალ წონაზე.

ძაღლი, კატა, ბეწვიანი ცხოველები:.......................1 ტაბლეტი 10კგ. ცოცხალ წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე

რძე:       4 დღე

 

გამოშვების ფორმა:

100 ბოლუსის ყუთში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.