ალბენდაზოლ 500 - ანტიჰელმინთი ბოლუსებში

ალბენდაზოლი 500

დავათი, საქართველო

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ..........................................................................500 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით.

აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 500 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის,

ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი

დაავადებების დროს:

–კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,

სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი,

ჰეტერაკიდოზი.

_ ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).

– ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).

– ტრემატოდოზები  (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება: 

ალბენდაზოლი 500 ცხოველებს ეძლევათ პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:.....................1 ბოლუსი 80კგ. ცოცხალ წონაზე.

ფასციოლოზის, დიკროცელიოზის და პარამფისტომიდოზის დროს დოზა ორმაგდება

და ენიშნება 1 ბოლუსი 40 კგ. ცოცხალ წონაზე.

ღორი.............................................................1 ბოლუსი 25კგ. ცოცხალ წონაზე.

ცხენი, ვირი.....................................................1 ბოლუსი 40კგ. ცოცხალ წონაზე.

ფრინველი.......................................................1 ბოლუსი 15კგ. ცოცხალ წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი,  ინფექციური დაავადებები.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

100 ბოლუსი ყუთში

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.