ალბენდაზოლ 600 - ანტიჰელმინთური საშუალება ბოლუსის სახით

ალბენდაზოლი 600

დავათი, საქართველო

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 600 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით.

აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე

ტრემატოდების მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 600 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის,

ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი

დაავადებების დროს: – კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი,

ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,

სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი,

ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი

ჰეტერაკიდოზი.

_ ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილიოზი).

– ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).

– ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება: 

ალბენდაზოლი 600 ცხოველებს ეძლევათ პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:................... 1 ბოლუსი 100კგ. ცოცხალ წონაზე.

ფასციოლოზის, დიკროცელიოზის და პარამფისტომატოზის დროს დოზა ორმაგდება  და ენიშნება ბოლუსი 50 კგ. ცოცხალ წონაზე.

ღორი ............................................................ 1 ბოლუსი 30კგ. ცოცხალ წონაზე.

ცხენი, ვირი .....................................................1 ბოლუსი 50კგ. ცოცხალ წონაზე.

ფრინველი ...................................................... 1 ბოლუსი 20კგ. ცოცხალ წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი მესამედი და ინფექციური დაავადებები.

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე: 4 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

50, 100 ბოლუსი ყუთში

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალი და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.