ალბენოლ 100 ორალი ანტიჰელმინთი

ალბენოლ -100 ორალი

Interchemie, ჰოლანდია

 

 

 

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

ალბენდაზოლი….................................................100 მგ.

გამხსნელი...............................................................1 მლ.

 

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი არის სინთეზური ანტიჰელმინთური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი.

მაღალი დოზით მოქმედებს ღვიძლის ტრემატოდების ზრდასრულ ფორმებზე.

 

ჩვენებები:

გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ცხოველისა და ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:

–კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი,

ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი,

ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი,

ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი

_ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი,

ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).

– ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი). – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი 45 დღის განმავლობაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური გამოყენებისათვის.

თხა და ცხვარი:………………...........................................................1 მლ 20კგ ცოცხალ წონაზე.

ღვიძლის ტრემატოდები:............................................................1 მლ 12კგ ცოცხალ წონაზე.

მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ხბო:.........................................1მლ 12კგ ცოცხალ წონაზე.

ღვიძლის ტრემატოდები: …..........................................................1მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

1000 მლ შემცველობის პოლიმერის ბოთლი.

 

შენახვის პირობები:

ინახება სიბნელეში, არაუმეტეს 25°C-ზე. არ შეიძლება გაყინვა.