ალბენოლ 2500

ალბენოლი-2500

ALBENOL-2500

INTERCHEMIE, ჰოლანდია

ანტიჰელმინთი

 

 

შემადგენლობა:

ერთი ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი .......................................... 2500 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. გამოირჩევა  ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების საწინააღმდეგოდ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 2500 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, დეჰელმინთიზაციისათვის  შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი,

უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი.

  • ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი).
  • ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).
  • ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური მიღებისთვის.

მსხ. რქ. პირუტყვი : --------------------------------------1 ბოლუსი 300კგ ცოცხალ წონაზე.

ღვიძლის ფასციოლოზი: ----------------------------1 ბოლუსი 250კგ ცოცხალ წონაზე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობის პირველი 45 დღე.

 

გვერდითი მოვლენები:

მაკეობის პირველი მესამედი და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე

რძე:      4 დღე

 

შეფუთვის ფორმა:

50 ბოლუსი ყუთში.

 

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ და მშრალ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.