ბიო-ბაქტერია ELEMENTS AGRO

ბიო-ბაქტერია
BIO ELEMENTS AGRO
ნაკელის ბიოდესტრუქტორი - ბიო ბაქტერია

 
პროდუქტის აღწერა

 

 გამოყენების უპირატესობები:

  • წყვეტს ნაკელის აღებისა და უტილიზაციის  პრობლემას
  • ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს
  • ზრდის  სულადობის  პროდუქტიულობას
  • აუმჯობესებს ხორცის ხარისხს და გემოს
  • ზოგავს  ენერგორესურსებს და საკვებს

 

 

შემადგენლობა 
მე-4 კლასის მიკროორგანიზმები (უსაფრთხო), ფერმენტები, მიკროელემენტები, მინერალური მარილები, ამინმჟავები და საკვები ნივთიერებები, ორგანულ-მინერალური მატარებელი.

 

 

მოქმედების პრინციპი
პრეპარატი შეიცავს ბაქტერიებისა და სოკოების აქტიურ კომპლექსს, რომელიც უშვებს და  ხელს უწყობს ნაკელისა და საგების ანაერობული კომპოსტირებისა და გაუვნებელყოფის პროცესს. ქმნის სასარგებლო მიკროფლორას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ზრდას, აქრობს ნაკელის პათოგენურ ზემოქმედებას ცხოველების ორგანიზმზე. საგების 40 სმ სისქისა და არანაკლებ 1°C ტემპერატურის პირობებში აქტიურად გამოყოფს სითბოს, რაც გათბობაზე დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

დოზირება
0,5 კგ 100-125 მ²-ზე.
ანტიბიოტიკებისა და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებისას დოზას ზრდიან 25%-ით.
დოზირება პირველ თვეს 1კვ.მ=0,005 გრამი
მომდევნო თვეები 1კვ.მ=0,003 გრამი

 

 

გამოყენების ხერხი
მშრალი ხის ნახერხს ვშლით :
ღორების შემთხვევაში  ნახერხს ვშლით 40სმ-ზე

1) კონცენტრატს ურევენ ნეიტრალურ შემავსებელში (შროტში, ქვიშაში, ქატოში, ნახერხში, ცარცსა და მისთანებში) შეფარდებით 1:1 და თანაბრად მოაბნევენ საგების მთელ ზედაპირზე.

ამის შემდეგ შენობაში შემოჰყავთ ცხოველები. შემდგომში პრეპარატი შეაქვთ 4-5 კვირაში ერთხელ. განმეორებითი დამუშავების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის 20%-ით შემცირება.

საგების შემკვრივების დარად მას ზემოდან აყრიან ახალ ჩალას ან ნახერხს. არა მჩიჩქნელი ცხოველების მოშენებისას საგებს აბრუნებენ კვირაში ერთხელ.

ღორების შემთხვევაში თვეში ერთხელ.

12-18 თვეში საგებს მთლიანად ცვლიან.

 

 

 

შენახვის პირობები
მშრალ ცივ ადგილას 5°-დან 25°С-მდე ტემპერატურის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ!

 

 

 

უსაფრთხოების ზომები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.. თვალში მოხვედრის შემთხვევაში გამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. არ შეისუნთქოთ.

პრეპარატი უსაფრთხოა ადამიანის, ცხოველის, მცენარისა და გარემოსთვის. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, პათოგენურ და გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს. შეესაბამება ჯანმოს (JANMOS) ნორმებს.