ბიოცილინი 150 LA

Biocilin 150 LA

Interchemie, ჰოლანდია

საინექციო ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ამოქსიცილინი..............................150 მგ

 

დახასიათება:

ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინის ჯგუფის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბაქტერიოციდული მოქმედებით გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ:Campylobacter, Clostridium, Corynebacterium, E. coli, Erysipelotrix, Haemophilus, Pasterella, Salmonella, პენიცილინისადმი გამძლე Staphylococcus და Streptococcus spp-ზე. ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებით. ამოქსიცილინი უმთავრესად გამოიყოფა შარდით. მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე შეიძლება გამოიყოს ნაღველში.

 

ჩვენებები:

გამოიყენება ხბოში, მსხვილფეხა რქოსან საქონელში, თხაში, ცხვარში და ღორში კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების და შარდ-სასქესი გზების ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

 

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში ან კანქვეშა შეყვანისათვის, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

ზოგადად: ………….....................................…………………………………………………1მლ 10კგ წონაზე. საჭიროების შემთხვევაში ამ დოზის გამეორება შესაძლებელია 48 სათის შემდეგ.

ერთ საინექციო უბანზე არ შეიძლება 20 მლ-ზე მეტის შეყვანა საქონელში, 10 მლ-ზე მეტი ღორში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, ცხვარში და თხაში.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 21 დღე

რძე: 3 დღე

 

შეფუთვა:

50 მლ, 100 მლ შემცველობის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე 15-25˚C -ზე