ბიოგენტა

Biogenta

Interchemie, ჰოლანდია

კომპლექსური ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ამოქსიცილინი ......................................................... 150 მგ.

გენტამიცინი .............................................................. 40 მგ.

 

დახასიათება:

პრეპარატი გამოიყენება კომბინაციაში, ამოქსიცილინი და გენტამიცინი შედის ურთიერთდამოკიდებულებაში გაძლიერებული მოქმედებით ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ, გამოწვეული გრამ-დადებითი (როგორიცაა სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და კორინობაქტერია) ასევე გრამ-უარყოფითი (როგორიცაა კოლი, პასტერელა, სალმონელა და ფსეუდომონა) მიკროორგანიზმებით.

 

ჩვენებები:

კუჭ-ნაწლავის ინფექციები, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები ხბოში, პირუტყვში, ცხვარში და ღორში, რომლებიც გამოწვეულია ამოქსაცილინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

 

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში ..............................................1 მლ 10 კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

საქონელი .................................................................... 30-40 მლ 3 დღის განმავლობაში.

ხბო .............................................................................10-15 მლ 3 დღის განმავლობაში.

ღორი..............................................................................5-10 მლ 3 დღის განმავლობაში.

გოჭი................................................................................1- 5 მლ 3 დღის განმავლობაში.

 

უკუჩვენება:

ტეტრაციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდთან და ლინკოზამიდებთან ერთად დანიშვნა, ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 30 დღე

რძე: 2 დღე

 

შეფუთვა:

100 მლ შემცველობის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და ბნელ ადგილას.