გენტა 100

გენტა 100

GENTA 100

Interchemie, ჰოლანდია

საინექციო ანტიბიოტიკი

 

 

 

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

გენტამიცინი..........................100მგ

 

დახასიათება:

გენტამიცინი ბუნებრივი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია,

რომელიც ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებიYთ ძირითადად გრამდადებითი

და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ბაქტერიოციდული მოქმედება

განპირობებულია ბაქტერიის ცილის სინთეზის დათრგუნვით.

 

ჩვენებები:

გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, როგორიც არის. E.coli, Klebsiella,
Pasteurella და Salmonella spp. გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების

ინფექციებით: ხბოში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, თხაში, ცხვარში და ღორში.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სტრეპტომიცინის ჯგუფის მიმართ, ღვიძლის

და თირკმელების დაზიანება. უკუნაჩვენებია სხვა სტრეპტომიცინის ჯგუფის

ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენება, ეს აძლიერებს მათ ნეირო, ნეფრო და ოტო

ტოქსიკურ მოქმედებას.

 

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება

განვითარდეს ნეიროტოქსიკური, ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური

მოქმედებები.

 

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში შეყვანისათვის.

1 მლ ორჯერ დღეში 20-40კგ ცოცხალ წონაზე 3 დღის განმავლობაში.

 

მოცდის პერიოდი:

სუბპროდუქტები: ----- 45 დღე

ხორცი: ----------------- 7 დღე

რძე: -------------------- 3 დღე

 

გამოშვების ფორმა:

100 მლ შემცველობის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 15-25˚C