23-05-2022

„Caspian Agro 2022” - საერთაშორისო გამოფენა აზერბაიჯანში

2022 წლის 18-20 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „Caspian Agro 2022” გაიმართა.
 
საერთაშორისო გამოფენაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი, ასეულობით წამყვანი კომპანიის გვერდით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, „ინვეტ ჯგუფი“ შვილობილ საწარმოებთან: „ინვეტ ფიდთან“ (ცხოველთა კომბინირებული საკვების წარმოება) და „დავათთან“ (ფარმაცევტული წარმოება) ერთად მონაწილეობდა.
 
ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა გამოფენის სტუმრებს ადგილზე გააცნეს, როგორც ფიდის მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის ცხოველთა საკვები და საკვები დანამატები, ასევე, ქართული წარმოების ცხოველთა მედიკამენტები და ფარმაცევტული მასალები.
 
ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად გაგრძელდება ქართული პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო ბაზარზე, მსგავსი გამოფენები კი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, როგორც მონაწილე კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ასევე სტუმრებს მომავალი პარტნიორული ურთიერთობის დაგეგმვისა და ბაზრის განვითარების კუთხით.