28-10-2019

მესაქონლეობის ექსპო 2019

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს კომპანია „ინვეტ ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო მეცხოველეობის დარგის გამოფენაში „მესაქონლეობის ექსპო | Cattle Expo – 2019“.
ღონისძიება გაიმართა იპოდრომის ტერიტორიაზე და მიეძღვნა დარგის ადგილობრივი ფერმების/პროდუქციის გამოფენა-პოპულარიზაციას, რძის ინდუსტრიის და ზოგადად დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი საუკეთესო უცხოური მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური ჯიშის საქონლის გამოსავლენად. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ „ინვეტ ჯგუფის“ ვეტერინარული პრეპარატებით, საკვებითა და სერთიფიკატებით.
მომდევნო დღეს, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის სათაო ოფისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მესაქონლეობის ფერმის მართვა“, სადაც კომპანია „ინვეტ ჯგუფი“-ს მეცხოველეობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ მელქაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ძირითადი გამოწვევები მეცხოველეობაში, ცხოველთა დაავადებები და თანამედროვე მიდგომები“.
ღონისძიების ორგანიზება მოხდა მეცხოველეობის სანაშენე საქმისა და საქართველოს მერძევეობის ასოციაციების მიერ, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’ მხარდაჭერით, რომელსაც ახორცეილებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.