15-10-2019

დასუფთავების აქცია, 12 ოქტომბერი, 2019 .

დასუფთავების აქცია 

 

       2019 წლის 12 ოქტომბერს კომპანია „ინვეტ ჯგუფი“-ს ორგანიზებითა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოციალურ-კორპორატიული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დასუფთავების აქცია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მაგისტრალის ჯვრის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ, „სამკუთხედი“ მიხეილ ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარედ.
აქცია მიზნად ისახავდა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას.
„ინვეტ ჯგუფი“ მომავალშიც განახორციელებს მსგავს აქტივობებს და ყველას მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ მომავალზე და დავასუფთავოთ გარემო!