05-07-2023
ჰიბრიდული კონგრესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
2023 წლის 3-5 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ჰიბრიდული კონგრესი გაიმართა.
აღნიშნული კონგრესის ფარგლებში, 3 მაისს ვეტერინარული ვაქცინოლოგიის სიმპოზიუმი ჩატარდა, რომლის თავმჯდომარე ინვეტ ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი დავით შალამბერიძე იყო.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ვეტერინარული ვაქცინაციის მიმართულებით თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს, რომელთაგან კომისიის მიერ რჩეული ხუთეული - ლანა მთვარელიძე, ნია გორგაძე, მარიამ ბერიშვილი, დეა რუხაძე და შალვა შარმიაშვილი - ინვეტ ჯგუფისგან ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ.