01-12-2022

მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია 2022 - International Poultry Industry Conference 2022

 
2022 წლის 28-29 ნოემბერს, ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ორგანიზებით, სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi” "მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2022" გაიმართა.
 
კონფერენციის ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მეფრინველეობის ბიზნეს სექტორისა და სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები, ხოლო კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ინიციატივით საქართველოდან კონფერენციაში ჩაერთვნენ ადგილობრივი ვეტერინარიის დარგის სპეციალისტები და მეფრინველეობის ბიზნეს სექტორში მოღვაწე ქართული კომპანიები.
 
კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ვეტერინარიის სფეროში მოღვაწე ისეთი ცნობილი და წამყვანი ქართული და უცხოური კომპანიები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, როგორიცაა NOR-FEED SAS და Synthese Elevage - საფრანგეთი; Nagel Feed Ingredients - გერმანია; PB Nord, Avicola Teovera და AvitehPas - მოლდოვა; ПФ Тернопольская და Захид-Агромикс - უკრაინა; УП "МВСервис" და ვიტებსკის ვეტერინარული აკადემია - ბელორუსი; Wellrise - უზბეკეთი; ყაზახეთის რესპუბლიკის მეფრინველეობის ასოციაცია და სხვა.
 
კონფერენცია მიზნად ისახავდა მეფრინველეობის დარგში არსებული ტენდენციების, თანამედროვე მიდგომების, ხედვებისა და გამოწვევების განხილვას. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში, გარდა უახლესი სამეცნიერო კვლევების, თანამედროვე მიღწევების, მიდგომებისა და ნოვაციების წარდგენისა, ქართველ ფერმერებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირი დისკუსია გაემართათ უცხოელ კოლეგებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან, განიხილეს მათთვის მნიშნელოვანი და საინტერესო საკითხები, მიიღეს ინფორმაცია მეფრინველეობის დარგში მიმდინარე პროცესების თანამედროვე, ეფექტური მართვისა და ფერმერულ საქმიანობაში არსებული რისკების პრევენციის თაობაზე.
 
აღნიშნული კონფერენცია ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა მათ შორის, რაც ბოლო წლებში საქართველოში გამართულა ვეტერინარული და აგრო მიმართულებით, შესაბამისად კონფერენციას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი აგრო მიმართლების ბიზნეს წარმომადგენლებისგან. თამაში Lucky Jet თამაში შეიძლება აიღოს ყველაზე უფრო მსგავსი გარემო შესაძლებლობებით
 
„ინვეტ ჯგუფი“ მადლობას უხდის კონფერენციის თითოეულ სტუმარს მასში აქტიური მონაწილეობისთვის.