23-03-2023

ქალაქ ხონში ინვეტის რიგით მე-16 ფილიალი გაიხსნა

„ინვეტ ჯგუფმა“ იმერეთის რეგიონში, კერძოდ კი ქალაქ ხონში კიდევ ერთი ახალი ფილიალი გახსნა, რაც კომპანია ინვეტის რიგით მე-16 ფილიალია საქართველოს მასშტაბით. ფილიალის გახსნა განაპირობა იმერეთის რეგიონში ფერმერთა მზარდმა მოთხოვნამ ვეტერინარული პროდუქტებისა და სერვისების მიმართ, რაც კომპანია ინვეტის საფილიალო ქსელის განვითარებაზეც აისახა, რადგან იმერეთში უკვე რიგით მე-5 ინვეტის ფილიალი გაიხსნა და წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება რამდენიმე ახალი ფილიალი გახსნა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.
ხონის ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და ზოო მიმართულების პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს.
ფილიალი მდებარეობს ქალაქ ხონში, ჭავჭავაძის N3-ში და მომხმარებელს მოემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანდეთ თქვენს ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვა 22 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ინვეტ ჯგუფს“ და მის პროფესიონალ ვეტერინართა გუნდს!