24-06-2022

მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი 2022

22-23 ივნისს, „ინვეტ ჯგუფისა“ და ფრანგული კომპანია „Ceva”-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi” უცხოელი და ადგილობრივი ფერმერების, კომპანიებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ჩატარდა სემინარი მეფრინველეობის დარგში არსებული პრობლემების, უახლესი გამოწვევების, დაავადებების პროფილაქტიკის, ვაქცინაციის, კვებისა და გამოზრდის თანამედროვე მეთოდებისა/მიდგომების შესახებ.
 
 
ღონისძიებას უძღვებოდნენ კომპანია „Ceva”-ს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები: ბოიან გუბერკოვი, ვიოლეტა ბეჟანი, ირაკლი მიტიჩაშვილი, მიჰაი პირვულეტი და კომპანია „ინვეტის“ სპეციალისტები დავით სირბილაძე, დემეტრე გოგებაშვილი.
 
 
„ინვეტ ჯგუფი“ მადლობას უხდის სემინარის თითოეულ სტუმარს სემინარში აქტიური მონაწილეობისთვის.