15-06-2023
მსოფლიოში წამყვანი ფრანგული ბრენდის DSM-ის წარმომადგენლობის ვიზიტი.
ინვეტ ჯფუფს მსოფლიოში წამყვანი ფრანგული ბრენდის DSM-ის წარმომადგენლობა ესტუმრა.
ინვეტი საქართველოს მასშტაბით DSM-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
DSM პრემიქსების, საკვები დანამატების, ფერმენტების და საკვებში შემავალი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქტები აქტიურად გამოიყენება ინვეტ ფიდის წარმოებაში.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო ინვეტის პარტნიორებისთვის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დამზადების სქემის, ხარისხისა და მათი საჭიროების გაცნობა. DSM-ის პროფესიონალთა გუნდი ინვეტის მომხმარებლებს ფერმებში ესტუმრა და მათ საჭირო რეკომენდაციები გაუზიარა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული უცხოელი პარტნიორებისთვის პროდუქტის რეალიზაციის სწორად წარმართვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.