"VIV Poultry Africa 2022" - საერთაშორისო გამოფენა
"ინვეტ ჯგუფი" აგრძელებს აქტიურობას ექსპორტის მიმართულებით და მონაწილეობას იღებს მორიგ საერთაშორისო გამოფენაში, - "VIV Poultry Africa 2022".
2022 წლის 5 და 6 ოქტომბერს, აფრიკაში, რუანდას დედაქალაქ კიგალში გამართულ გამოფენაზე კომპანია წარსდგა შპს „ინვეტ ფიდის" კომბინირებული საკვებითა და შპს „დავათის“ მიერ წარმოებული მედიკამენტებით.
კომპანიის პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ვიზიტორებში. "ინვეტ ჯგუფის" სტენდი მოინახულა რუანდის სოფლის მეურნეობისა და ცხოველური რესურსების მინისტრმა, - ქალბატონმა გერარდინე მუკეშიმანამ, გამოთქვა როგორც ორმხრივი თანამშრომლობისა და ქართული პროდუქციისადმი ნდობის, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების დიდი სურვილი.
"ინვეტ ფიდის" გუნდმა საგამოფენო სივრცეში უმასპინძლა არაერთ დაინტერესებულ უცხოელ სტუმარს, მათ შორის: ადგილობრივ სტუდენტებს, მწარმოებლებსა და კომპანიებს აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან (ნიგერია, უგანდა, ტანზანია, კენია. ბურუნდი და სხვა).