23-12-2022
სასერთიფიკატო კურსი "ვეტერინარული და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით"
მიმდინარე წელს, ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ორგანიზებით, კომპანიის თანამშრომლებისთვის გაიმართა სასერთიფიკატო კურსი "ვეტერინარული და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით.
სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში განხილული იყო: ზოო-ვეტერინარიის დარგში არსებული პრობლემების, უახლესი გამოწვევების, დაავადებების პროფილაქტიკის, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა კვებისა და გამოზრდის თანამედროვე მეთოდების, მიდგომების შესახებ, ასევე აპექსი/ფინანსები, ბუღალტერია, ზოო მიმართულების ვეტერინარული პრეპარატები, სერვისის როლი, საოპერაციო და კომერციული საკითხები და ბიო უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა".
კურსს უძღვებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები: დავით შალამბერიძე, დავით სირბილაძე, გიგა გაჩეჩილაძე, გურამ მელქაძე, ირაკლი ხუციშვილი, ვახტანგ ლაშქარაშვილი, ნათია შარუბანაშვილი, ლადო ციმაკურიძე, ქრისტი ჩხარტიშვილი, დემეტრე გოგებაშვილი, ლევან ბზიშვილი და სოფო ვარსემაშვილი.
კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ მადლობას უხდის კურსის თითოეულ მონაწილეს საკითხით დაინტერესებისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის.