06-03-2023

სემინარი თემაზე - მეცხოველეობისა და მეღორეობის დარგში არსებული უახლესი გამოწვევები, დაავადებების პროფილაქტიკა, კვებისა და გამოზრდის ინოვაციური მიდგომები და ადგილობრივი ფერმების მართვის თანამედროვე მეთოდები

2023 წლის 2 მარტს, კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ორგანიზებით, ახალქალაქში ჩატარდა სემინარი მეცხოველეობისა და მეღორეობის დარგში არსებული უახლესი გამოწვევების, დაავადებების პროფილაქტიკის, კვებისა და გამოზრდის ინოვაციური მეთოდების, მიდგომებისა და ადგილობრივი ფერმების მართვის თანამედროვე ინსტრუქციების თაობაზე.
 
სემინარს უძღვებოდნენ კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ვეტერინარები და დარგის ექსპერტები: გურამ მელქაძე, დემეტრე გოგებაშვილი, ლევან ბზიშვილი და ირაკლი ხუციშვილი. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს დაინტერესებისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.