
დავით შალამბერიძე
ვეტერინარი ექიმი. მეცნიერებათა დოქტორი
1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელწიფო ზოოტექნიკურ – სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი.
1997 -2000 წლებში სამეცნიერო– საინფორმაციო ჟურნალი „ვეტერინარია“–ს რედაქტორ გამომცემელი.
2001 წელს დააფუძნა ვეტერინარული კომპანია – „მეცხოველეობის მომსახურების ცენტრი“ , 2010 წლიდან კომპანია „ინვეტი“
2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ვეტერინარიის რეფორმების კომისიის წევრი.
2007-2011 წლებში აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტია.
2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ბოლო თაობის ანტიბაქტერიული პრეპარატების შედარებითი ეფექტურობა ღორისა და ფრინველის ზოგიერთი ბაქტერიული დაავადებების დროს“
2007–წლიდან დღემდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის პრაქტიკის ხელმძღვანელი.
2001 წლიდან დღემდე კომპანიის დირექტორი