ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

2024-11-28 15:35:24

ბუღალტერი

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.

ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 28 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი, შაბათი ან კვირა ნახევარი დღე დისტანციურად საქმის საჭიროებიდან გამომდინარე)
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1700-1800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
  • აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება კანონმდებლობასთან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • ფინანსური ტრანზაქციების ზუსტად და დროულად განხორციელება;
  • საგადასახადო რისკებისა და სხვა პრობლემური საკითხების დროული გამოვლენა, გადაწყვეტის გზების მოფიქრება და ხელმძღვანელობის ინფორმირება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია საბუღალტრო, ფიზიკა-მათემატიკური, ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • სასურველია კანდიდატს დამატებით გავლილი ჰქონდეს ფინანსური/ბუღალტრული განათლების მიმართულების კურსები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა, APEX პროგრამის ცოდნა პრიორიტეტულია.
  • MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 

შერჩევის ეტაპები:

  • I ეტაპი-რეზიუმეების გადარჩევა
  • II ეტაპი-გასაუბრება
  • III ეტაპი-ტესტირება
 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 26 დეკემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!