ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

2024-07-10 09:34:12

სემინარები ქალაქ ზესტაფონსა და სენაკში

პროექტ "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (USDA Food for Progress SQIL) საგრანტო პარტნიორობის ფარგლებში, "ინვეტ ჯგუფის" ორგანიზებით ქალაქ ზესტაფონსა და ქალაქ სენაკში გაიმართა სემინარები თემაზე - „ხელოვნური განაყოფიერება, სქესობრივი ახურების სინქრონიზაცია, ულტრაბგერითი ექოსკოპიის მნიშვნელობა ძროხების აღწარმოებისას“. 

სემინარები მიზნად ისახავდნენ, როგორც „ინვეტ ჯგუფის“ სპეციალისტების, ისე კერძო სექტორში მომუშავე ვეტერინარების ცოდნის გაღრმავებასა და შესაძლებლობების გამყარებას ხელოვნური განაყოფიერების, სქესობრივი ახურების სინქრონიზაციისა და რეპროდუქციაში ულტრაბგერითი ექოსკოპიის მნიშვნელობის შესახებ.

სემინარების განმავლობაში რეგიონის ფერმერებს მესაქონლეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და რეპროდუქციული ციკლის სინქრონიზაციის საუკეთესო პრაქტიკებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს "ინვეტ ჯგუფის" მესაქონლეობის მიმართულების ხელმძღვანელმა გურამ მელქაძემ და კომპანია "დავათის" დირექტორმა ლევან ბზიშვილმა.
გარდა თეორიული ნაწილისა, გაიმართა პრაქტიკული ვორქშოპები ადგილობრივ ფერმებში, სადაც დამსწრეებისთვის ინვეტ ჯგუფის წარმომადგენლებმა სპეციალური მოწყობილობების გამოყენების შესახებ პრაქტიკული სწავლებაც ჩაატარეს