შეხვედრის ფარგლებში, ინვეტ ჯგუფის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს კომპანია "დავათის" ქართული წარმოების პრეპარატებისა და "ინვეტ ფიდის" საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის მიმდინარეობისას, ინვეტის გამოცდილმა ვეტერინარებმა მსმენელებს ევროპული ხარისხის იმპორტირებული პრეპარატების შესახებ სიახლეები გააცნეს.