ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ამოქსიცილინი 20% WS - (43111; 43028)

₾1.40
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 43111; 43028

 

Amoxsicillin 20% ws

დავათი, საქართველო

ანტიბაქტერიული ფხვნილი

 

 

შემადგენლობა:

1 გრ. ფხვნილი შეიცავს:

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ...........................................................................................................200 მგ.

 

დახასიათება:

ამოქსიცილინი მიეკუთვნება ნახევრად სინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც, ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ისეთი მიკრო ორგანიზმების საწინააღმდეგოდ როგორიცაა: Campylobacter, E.coli, Erysipelothrix, Haemophilus, Pasteurella, Clostridia, Salmonella და ასევე პენიცილინისადმი გამძლე სტაფილოკოკებსა და სტრეპროკოკებზე. ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედული გარსის სინთეზის დათრგუნვით.

 

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ხბოში, თხაში, ცხვარში, შინაურ ფრინველში და ღორში ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი სისტემის და შარდ-სასქესო გზების ინფექციების დროს, ასევე გამოიყენება კლოსტრიდიების, კამპილობაქტერიების, ნაწლავის ჩხირის,
სალმონელის, წითელი ქარი, ჰემოფილუსი, პასტერელები, პენიცილინ-უარყოფითი სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების საწინააღმდეგოდ.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად
ხბო, თხა, ცხვარი: ................. 5 გრ 100 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.
შინაური ფრინველი და ღორი: ......... 1კგ 1000-2000 ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში.

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის მიმართ.
თირკმელის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმა.
არ ხდება ტეტრაციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოზამიდებთან ერთად დანიშვნა.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი:

ხბო, თხა, ღორი: 8 დღე.

ფრინველი: 3 დღე.

 

შეფუთვა:

10 გრ. 50 გრ. და 500 გრ. შემცველობის ფოლგის პაკეტი.

 

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ფასდაკლება