პროდუქტის აღწერა
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს მეკვერცხული მწყერის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები, სრულად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე კვერცხდების პერიოდში. სწორი ფორმულირება, კალციუმის, ვიტამინებისა და ამინომჟავების შემცველობა ხელს უწყობს კვერცხის სწორად ფორმირებას, ნაჭუჭის სიმტკიცესა და ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას .
გამოყენებული ინგრედიენტები
სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქატო, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი, მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები.
გამოყენების ინსტრუქცია
ფრინველს საკვები ეძლევა მშრალი სახით, შეუზღუდავად, დანამატების გარეშე, სასმელ წყალთან ეთად, დღიური ნორმა იცვლება ასაკის მატებასთან ერთად 10- დან 40 გრამამდე ფრთაზე.
ჩვენი საკვების ბენეფიტები
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს