აგიტა

 აგიტა

AGITA® 10 WG

Elanco, ავსტრია

წყალში ხსნადი მწერების საწინააღმდეგო  გრანულები

 

 

შემადგენლობა:

პროდუქტის 100 გრ შეიცავს:

თიამეთოქსამი........................................................................................................................................................................................ 10.0 გ.

 

დახასიათება:

პროდუქტი შეიცავს 10% თიამეთოქსამს – ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ნიკოტინოიდების კლასს, და 0.05 % ტრიკოზენს – ფერომონს, რომელიც იზიდავს ბუზებს. თიამეთოქსამი ურთიერთქმედებს ანტაგონისტურად ნიკოტინის აცეტილქოლინის რეცეპტორულ ცილებთან ნერვული უჯრედების პოსტ-სინაფსურ გარსში, რაც საბოლოოდ იწვევს ბუზების განადგურებას. აქტიური ნივთიერება ავლენს ტოქსიკურ ეფექტს როგორც მონელების დროს, ისე გარე ზედაპირთან კონტაქტის დროს (ნივთიერება აღწევს მწერების სხეულის ზედაპირიდან).

 

ჩვენებები:

აღნიშნული ინსექტიციდი განკუთვნილია მეცხოველეობის მეურნეობებში ბუზებთან საბრძოლველად. პროდუქტი გამოიყენება მწერების თავმოყრის ადგილებში, მაგალითად, როგორიცაა თბილი კედლები, მზიანი მხარის კედლები, ღობის ნაწილები და ა.შ.         

გამოყენების მეთოდები:

პროდუქტი გამოიყენება ხსნარის სახით, რომელიც დაიტანება ზედაპირზე ან ზედაპირზე მიესხურება.

ზედაპირზე დატანა:

სამუშაო ხსნარის მომზადება: ინდივიდუალურ კონტეინერში გააზავეთ 400 გ AGITA® 10 WG 320 მლ წყალში (ოთახის ტემპერატურაზე). საფუძვლიანად მოურიეთ ერთგვაროვანი ხსნარის მისაღებად.

მეთოდი: მიღებული ხსნარი საკმარისია შენობის დასამუშავებლად, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს 160 მ2-ს. აუცილებელია დაიტანოთ ზედაპირის არა ნაკლებ 30 ნაწილზე მოცულობით 10x30 სმ . ადგილებში, რომელიც მიუღებელია პროდუქტის დასატანად ან სადაც არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ზედაპირის ფერის ცვლილების მოსალოდნელობის გამო, პროდუქტები დატანილ უნდა იქნას მუყაოს ნაჭერზე ან პოლიეთილენის ზოლზე, და ამ სახით ჩამოიკიდოს შენობაში.

ეფექტური პერიოდი: 6-8 კვირა.

 

ზედაპირზე შესხურება

მომზადება: გააზავეთ 400გ AGITA® 10 WG 3.2 ლიტრ წყალში (ოთახის ტემპერატურაზე) მისასხურებელი მოწყობილობის კონტეინერში და თან გულდასმით ურიეთ.

მეთოდი: მიღებული ხსნარი საკმარისია შენობის დასამუშავებლად, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს   160 მ2-ს. ზედაპირის დაახლოებით 30%  ექვემდებარება პირდაპირ შესხურებას.

ეფექტური პერიოდი: 4-6 კვირა.

           

უკუჩვენებები: არ აქვს

 

შენიშვნა:

ხსნარი გულდასმით უნდა იყოს მორეული მის გამოყენებამდე. თუ დამუშავების პროცესი 30 წუთზე მეტი ხნით წყდება, საჭიროა ხსნარის კვლავ მორევა. ხსნარი მისი მომზადებისთანავე ან იმავე დღეს უნდა იქნეს გამოყენებული. არ შეიძლება პროდუქტის დატანა ბინძურ, ძალზე ფოროვან ან ცოტა ხნის წინ შეთეთრებულ ზედაპირებზე. მომწამლავია ფუტკრისთვის!         

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და გრილ ადგილას  ოთახის ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა:

პოლიეთილენის კონტეინერი 400 გ.