ალბენდაზოლი 3000

Albendazole 3000

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური პრეპარატი  ორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

1 ბოლუსი შეიცავს:

ალბენდაზოლი ..................................................................................................... 3000 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი), ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი:  .....................................................................1 ბოლუსი 350კგ.  წონაზე. 

 

უკუჩვენებები:

არ ინიშნება მაკეობის პირველ ტრიმესტრში და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:      4 დღე.

 

შეფუთვა:

40 ბოლუსი კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.