ალბენდაზოლი 360

Albendazole 360

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური პრეპარატი  ორალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

ალბენდაზოლი ...................................................................................................... 360 მგ.

 

დახასიათება:

ალბენდაზოლი სინთეთიკური ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს, მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების  მიმართ.

 

ჩვენებები:

ალბენდაზოლი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:  კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები, (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი ჰეტერაკიდოზი. ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილიოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) – ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი და თხა:..................................1 ტაბლეტი 50კგ.  წონაზე.

ღორი:............................................................................................1 ტაბლეტი 15კგ.  წონაზე.

ცხენი, ვირი:................................................................................1 ტაბლეტი 25კგ.  წონაზე.

ფრინველი:..................................................................................1 ტაბლეტი 10კგ.  წონაზე.

ძაღლი, კატა, ბეწვიანი ცხოველები:..................................1 ტაბლეტი 10კგ.  წონაზე.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენება მაკეობის პირველ მესამედში და ინფექციური დაავადებების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 12 დღე.

რძე:       4 დღე.

 

შეფუთვა:

100 ბოლუსი კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.