ქვემოთ განსაზღვრული პირობები, წარმოადგენს შეთანხმებას კომპანიასა და მომხმარებელს შორის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე. მომხმარებელი მონიშვნით გამოხატავს ნებას გააფორმოს ხელშეკრულება და ეთანხმება ყველა მოცემულ პირობას. ამასთან მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არის სწორი და ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და მომხმარებელს შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. კომპანია - შპს ინვეტი (ს/კ: 404387481), ან მისი უფლებამონაცვლე;
1.2. კურიერი - ფიზიკური პირი (მოიცავს როგორც მეწარმე ისე არამეწარმე ფიზიკურ პირს), რომელიც პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებლის შეკვეთის დადასტურებით კისრულობს ვალდებულებას, მომხმარებლებს მიაწოდოს შეკვეთა;
1.3. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირებული პლატფორმაზე და მასზე განთავსებული პროდუქციის შეძენისა და მათი მიღების მიზნით განახორციელა შეკვეთა;
1.4. პლატფორმა - კომპანიის მფლობელობაში/მმართველობაში არსებული პლატფორმა (მოიცავს როგორც ვებგვერდს www.invet.ge, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს) ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ობიექტებსა და კურიერებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ობიექტებისგან შეიძინონ პროდუქცია, ხოლო კურიერებს დაუკვეთონ მისი მიწოდება;
1.5. მიწოდების მომსახურება - კურიერების მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელი მის მიერ მითითებულ მისამართზე იღებს შესყიდულ პროდუქციას (შეკვეთას);
1.6. დასრულებული შეკვეთა - შეკვეთა, რომელიც მომხმარებლის მიერ განთავსებული შეკვეთა, რომელიც დადასტურდა კომპანიის მიერ და არ ექვემდებარება ცვლილებას ან გაუქმებას;
1.7. მიწოდების საკომისიო - შეკვეთის მიწოდების საკომისიო, რომელსაც იხდის მომხმარებელი მიწოდების მომსახურების სანაცვლოდ;
1.8. მომხმარებლის მისამართი - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული ადგილი/ტერიტორია/მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მისთვის შეკვეთის გადაცემა;
1.9. საქონელი/პროდუქტი/პროდუქცია - ინვეტის ვებგვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
1.10. cookies - ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც კომპანია იყენებს იმისათვის, რომ კომპანიის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე ავტორიზაციაგაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება;
1.11. ვიზიტორი - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის კომპანიის ვებგვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
1.12. ავტორიზაცია - ვებგვერდზე წვდომის ფუნქცია, რომელიც ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ინვეტის პლატფორმებზე.
1.13. პერსონალური ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც - 'პერსონალური მონაცემი' 'პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს' კანონით;
1.14. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე შეკვეთის/შეტყობინების გაგზავნისას, კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
1.15. ჩატი - მომხმარებელსა და კომპანიას შორის ელექტრონული კომუნიკაციის არხი, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო და მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მიღების ფუნქცია.
1.16. ონლაინ გადახდა - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად მოხდა პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის/პროდუქციის შეძენა.
მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის ზოგადი პირობები
2.1. მომხმარებელი პლატფორმაზე რეგისტრაციით ქმნის თავის პირად ანგარიშს, რომლის საშუალებითაც, შესაძლებლობა აქვს შეისყიდოს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი/პროდუქცია და სურვილის შემთხვევაში მიიღოს შეძენილი პროდუქცია კურიერის საშუალებით;
2.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე, შესაბამისად, ვალდებულია პლატფორმის ანგარიშის მონაცემები შეინახოს კონფიდენციალურად;
2.3. პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის/პროდუქციის ფოტოსურათი შეიძლება არ შეესაბამებოდეს პროდუქტის/პროდუქციის რეალურ ვიზუალს, ვიზუალური განსხვავება არ მიიჩნევა პროდუქტის/პროდუქციის ნაკლად/ხარვეზად;
2.4. მომხმარებლის მიერ პლატფორმის საშუალებით შესყიდული პროდუქციის მიწოდება მოხდება პროდუქციის ღირებულების და მიწოდების საკომისიოს გადახდიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა.
2.5. პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/პროდუქციის შეძენას მომხმარებელი შეძლებს პერიოდულად პლატფორმაზე განთავსებულ სამუშაო საათებში;
2.6. კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს მოხმარებლის შეკვეთა სრულად ან ნაწილობრივ;
2.7. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის მიუხედავად, ობიექტს კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში ან არსებობს პროდუქტზე დეფიციტი, მოხდება მომხმარებლთან დაკავშირება ჩატის ან მის მიერ მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით შეკვეთის მოდიფიცირების ან კონკრეტულ პროდუქტზე შეკვეთის გაუქმების თაობაზე და ამ გზით მოხდება მომხმარებლის შეკვეთაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
2.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე კომპანიას უწევს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება, კომპანია მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების დადასტურების მომენტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
2.9. მომხმარებელს უფლება აქვს გამოხატოს უკმაყოფილება ჩატის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მის მიერ მიღებულ პროდუქტთან/პროდუქციასთან დაკავშირებით მიღებიდან გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 1 დღისა.
საავტორო უფლებები
კომპანიის ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის კომპანიის ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით.
მიწოდების ზოგადი პირობები
4.1. მომხმარებელი, რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად გამოხატავს მის თავისუფალ ნებას - „თანხმობას“ უფლებამოსილი ხდება მიიღოს პროდუქცია კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, კომპანიაში მოქმედი რეგლამენტის და ნორმების მიხედვით.
4.2.მომხმარებელი თავის მხრივ აცხადებს თანხმობას, კომპანიის მიერ მოპოვებული მონაცემ(ებ)ი გამოყენებულ იქნეს კომპანიის შეხედულებით, არ განხორციელდეს მათი კანონსაწინააღმდეგო ფორმით გადაცემა, გასხვისება ან გამჟღავნება მესამე პირისთვის.
4.3. კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლისაგან მოპოვებული მონაცემ(ებ)ი მარკეტინგული მიზნებისთვის, ამასთან მოახდინოს მომხმარებელთა საერთო ბაზის შექმნა.
4.4.წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა შეიცვალოს, დაიხვეწოს, რედაქტირებულ იქნეს, კომპანიის შეხედულებით და მომხმარებელი წინასწარ გამოხატავს თანხმობას ავტომატურად ჩაერთოს წინამდებარე განახლებაში და თანახმაა ავტომატურად მასზე გავრცელდეს წინამდებარე წესები და პირობები მის მიერ მომსახურების მომდევნო მიღება/სარგებლობისთანავე.
4.5. მომხმარებლის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება ონლაინ გადახდის საშუალებით. მომხარებელი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია მომხმარებლის პაროლით.
დასკვნითი დებულებები
5.1. პლატფორმით სარგებლობასთან ან მისგან გამომდინარე ყველა საკითხი, რომელიც რეგულირებული არ არის წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
5.2. მომხმარებელს შეუძლია კომპანიას მიმართონ შემდეგ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე: support@invet.com.ge