ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

თათი ბარათი

თათი ბარათი

ზოგადი მიმოხილვა

 

„თათი ბარათი“ შემდგომში  ბარათი, არის შპს ინვეტის მიერ მომხმარებლისთვის ლოიალობის ამაღლების მიზნით შექმნილი პროდუქტი. ინვეტის მაღაზიათა ქსელში გაკეთებული შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით და გროვდება ბონუს ქულები - „თათები“. ბარათის მფლობელ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ფასდაკლებები ან/და გადაცვალოს „თათები“ ინვეტის პროდუქტებზე.

 

1. ბარათის გაცემა

 

1.1 ბარათის გაცემა ხდება ინვეტის მაღაზიებიდან.

1.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს  რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი. ასევე, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მომხმარებლის მობილურის ნომერი.

1.3 ბარათის გაცემა ხდება ინვეტის მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე, რომელიც უდრის ან აღემატება 30 ლარს. (წინამდებარე დებულებულით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა) რომლის შესაბამისი თათები დაირიცხება ბარათზე. გაცემული ბარათის გააქტიურება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

1.4  1.2 და 1.3 პუნქტების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს ინვეტის თანამშრომელი ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრირებს და გაააქტიურებს პლასტიკურ ბარათს.

1.5 მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა).

 

2. ბარათის მუშაობის პრინციპი

 

2.1 ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 

2.2 ბარათი არის შპს ინვეტის საკუთრება.

2.3 ბარათის გამოყენება შეიძლება ინვეტის ქსელში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე გარკვეული გამონაკლისების გარდა.

2.4 ბარათზე თათების დასარიცხად აუცილებელია შენაძენის განხორციელებისას მომხმარებელმა თან იქონიოს ბარათი.

2.5 თათების დარიცხვა გამოითვლება შემდეგი პრინციპით - 100 ლარის შენაძენი ნიშნავს 100 თათს. დაგროვებული თათების გამოყენებით პროდუქტის შეძენა ხდება შემდეგი პრინციპით: 100 თათი უდრის 1 ლარს.

2.6 დაგროვებულ თათებს აღრიცხავს შპს ინვეტი.

2.7 დაგროვებული თათები აისახება ბარათზე.

2.8 შპს ინვეტის ყველა მაღაზიაში თათები გროვდება ერთნაირად თუ რომელიმე მაღაზიაში არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შპს ინვეტი.

 

3. ბარათის დაბლოკვა-აღდგენა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა,

3.1 ბარათი უქმდება და ბარათზე დაგროვილი თათები ანულირდება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია ბოლო ვიზიტიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

3.2 ბარათი დაიბლოკება და მასზე დაგროვილი თათები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნება ბარათის არასანქცირებული ან/და არამართლზომიერი მოხმარება.

3.3 დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღსადგენად აუცილებელია ბარათის მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს ინვეტის ნებისმიერ ფილიალში.

 

4. შეზღუდვები

4.1 ბარათზე თათები არ დაირიცხება შეძენილ პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას.

4.2 ბარათზე თათები არ დაირიცხება სხვადასხვა ფასდაკლების აქციებით სარგებლობის შემთხვევაში.

4.3 ბარათზე დარიცხული თათები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ღიმილები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

4.4 წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს ინვეტის მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება ბარათების პროექტში ჩართული მომხმარებლებისთვის.

4.5 დაგროვების სისტემა არ ვრცელდება შპს ინვეტ ფიდის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს ინვეტი

ტელ: 0 32 2 25 19 66

ელ.ფოსტა:  info@invet.ge