Ectosule 15%
Microsules, ურუგვაი
ინსექტიციდი გარეგანი გამოყენებისათვის
აღწერილობა: ემულგირებადი კონცენტრატი გარეგანი გამოყენებისათვის და შენობაში გასაფრქვევად.
ყოველი 100 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ციპერმეტრინი...............................15.0 გ
შემავსებლები .......................100 მლ
სამიზნე ცხოველები: მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ჩვენებები: ექტო პარაზიტები.
ხანგრძლივი მოქმედების უნარი (8-დან 14 დღემდე) ტკიპების წინააღმდეგ. მწერების დამაფრთხობელი მოქმედების უნარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 3-დან 4 კვირამდე. ტკიპები: Boophilus microplus; Riphicephalus sangineus; Psoroptes spp.; Sarcoptes scabier; Notoedrescati. ბუზები: ბუზისებრთა სახეობები: Haematobia irritans; Callitroga hominivorax; Sarcophaga Germane; Lucillia sericata; Dermatobia hominis. ტილები: Damalinea Bovis; Damalinea ovis; Bovicola subrostratus; Haematopinus eurystemus; Haematopinus asini; Haematopinus suis. რწყილები: Ctenocephalides felis, Ctenocephalides canis.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
გამოიყენება ცხოველებში აბაზანაში განბანვის ან შესხურების მეშვეობით. შენობებში: გაფრქვევით. აბაზანისათვის: *ყოველი 1000 ლიტრ წყალზე 1 ლიტრი ექტოსულე.* შევსება: შესავსებად ყოველ 1000 ლიტრ წყალზე 1.5 ლიტრი ექტოსულე. * მშრალად ეფექტის გასაძლიერებლად: 0.5 ლიტრი ექტოსულე ყოველ ჯერზე, როცა აბაზანის მოცულობა მცირდება 1 000 ლიტრის ქვემოთ. შესხურება: ყოველ 1 000 ლიტრ წყალზე 1 ლიტრი ექტოსულე ან ყოველ 20 ლიტრ წყალზე 20 მლ ექტოსულე ერთეული (მიღებული ემულსია 1 ლიტრის ოდენობით შეასხურეთ თითოეულ ცხოველს). შენობაში გასაფრქვევად: * ყოველ 200 ლიტრზე 1 ლიტრი ექტოსულე ან 4 ლიტრ წყალზე 20 მლ. ექტოსულე (პროპორცია: მიღებული ემულსია 1 ლიტრის მოცულობით შეასხურეთ ზედაპირის ყოველ 10-15 მ2 -ზე). პროდუქტის შესაბამისი გამოყენებისთვის, ემულსია მოამზადეთ ისე, რომ წყლის მოცულობა ორჯერ აღემატებოდეს გამოყენებული პროდუქტის მოცულობას. სტრატეგიული მკურნალობისთვის სანიტარულ ზონებში მისი გამოყენება რეკომენდებულია ყოველ 21 დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები: მითითბული დოზებით არ გააჩნია.
გვერდითი ეფექტები: დადგენილი დოზებით გამოყენებისას შეუთავსებლობა არ აღინიშნება.
მოცდის პერიოდი: რძესა და ხორცში დაყოვნების პერიოდი: 2 დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: პროდუქტის გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი შეხება კანთან და ლორწოვან გარსთან. მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და საპნით. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით. შემთხვევით გადაყლაპვისას, რეკომენდებულია გამოიწვიოთ ღებინება, მიმართოთ ექიმს და აჩვენოთ პრეპარატის კოლოფი.
შეფუთვა:
20 მლ ემულსია-კონცენტრატი გარეგანი გამოყენების ხსნარი მოთავსებული პოლიეთილენის კონტეინერში შენახვის პირობები: შეინახეთ სუფთა, მშრალ და ვენტილირებად ადგილას; 5-დან 25˚C-მდე და პირდაპირი მზის სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პროდუქტი თავის ქარხნულ კონტეინერში. შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC
ვეტერინარული კოდი: ანტიპარაზიტული საშუალებები, ATC Vet code: QP53
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი LABORATORIOS MICROSULES URUGUAY S.A. 4.2.-
მისამართი: (Street – City – Country): Rout 101 km. 28, Cno. al Paso Escobar s/n – Pueblo Capitán Artigas Canelones – Uruguay – C.P. 91.001 Phone. 2288 6761 – Fax: 2288 6760