ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

დაფლორი - DAFLOR 1 კგ

₾275.00
მიმართულება :
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 43063

დაფლორი
დავათი, საქართველო
ანტიბიოტიკი, პერორალური გამოყენებისათვის

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 გ შეიცავს:
ფლორფენიკოლი ................. 500 მგ.
საქაროზა ................................ 400 მგ.
ნატრიუმის ქლორიდი ........... 100 მგ.


დახასიათება:
ფლორფენიკოლი წარმოადგენს თიამფენიკოლის ჯგუფის სინთეტიკურ ანტიბიოტიკს, რომელიც ქლორფენიკოლისგან განსხვავებით შეიცავს პ-მეთილ სულფონილის ჯგუფს, პ-მეთილ ნიტრო ჯგუფის ნაცვლად. იგი მაღალეფექტურია გრამდადებითი Bacillus sp., Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria Monocytogenes & Streptococcus sp. და გრამუარყოფითი ბაქტერიების Flavobacter sp., Cytophaga sp., Vibrio sp., Flexibacter sp., Pseudomonas sp., Aeromonas sp., Actinobacilus sp., Bordetella sp., Francisella tularensis, Haemophilus sp., Pasteurella multocida, Yersinia sp., Campilobacter fetus, Borrrlia sp., Ve Leptospira sp., ანაერობების Actinomices sp., Fusobacterium sp. & Mycoplasma sp., Chlamydia sp., Escherichia sp., Cooxiella burnetti, Anaplasmas მიმართ.


ჩვენებები:
გამოიყენება მტკნარი, მლაშე წყლების (კალმახი, ორაგული, კარპი) და ზღვის (კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა) თევზების სამკურნალოდ, შემდეგი დაავადებების დროს: ფურუნკულოზი, ვიბრიოზი, ერსინიოზი, ბაქტერიული ჰემორაგიული
სეპტიცემია, სტრეპტოკოკური ინფექციები (ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკის) პასტერელოზი. დაფლორი გამოიყენება ცხოველებსა და ფრინველებში კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს,
შინაური ფრინველის, ბროილერის რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (E. Coli-ით გამოწვეული რესპირატორული დაავადება, კოლისეპტიცემია).

 

გამოყენების წესი და დოზირება:

დაფლორი გამოიყენება პერორალურად, ფრინველი და ღორი: 1კგ იხსნება 5000 ლ. სასმელ წყალში. მკურნალობის კურსი:
ფრინველი 5 დღე, ღორი 3 დღე. პრეპარატის მიღების წინ თევზი უნდა ვაშიმშილოთ 12-24 სთ განმავლობაში. საკვებისა და პრეპარატის რაოდენობა იცვლება წყლის ტემპერატურის და თევზის ზომის შესაბამისად.


უკუჩვენებები:

დაფლორის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაკე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველისათვის.
მოცდის პერიოდი: ღორი-21 დღე, ფრინველი 7 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

200გრ და 1000გრ ფხვნილი ფლაკონებში.

 

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის 15-25°C ტემპერატურაზე.

ფასდაკლება