Dadoxin 200 ორალური
დავათი, საქართველო
ორალური გამოყენების ანტიბიოტიკი
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ. შეიცავს:
დოქსიციკლინ ჰიკლატი ............................................................................................. 200 მგ.
დახასიათება:
დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკს. გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა: ბორდეტელა, კამპილობაქტერია, ნაწლავის ჩხირი, ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები, პასტერელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს ქლამიდიების, მიკოპლაზმების და რიკეტსიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვაში. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციების დროს.
ჩვენებები:
გამოიყენება სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს, როგორიცაა: (Bordetella, E.Coli, Campilobacter, Haemophilus, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus, Streptococcus, Chlamidia, Mycoplasma, Rickettsia).
მიღების წესი და დოზირება:
განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის სასმელ წყალთან ერთად.
ხბო, ცხვარი, თხა:...........................................................5მლ. 200კგ. წონაზე 3-5 დღე.
ფრინველი, ღორი:.................................1ლ. 2000-4000ლ. სასმელ წყალზე 3-5 დღე.
უკუჩვენებები:
ტეტრაციკლინისადმი მომატებული მგრძნობელობა, თირკმელების უკმარისობა, უკუნაჩვენებია ქინოლინებთან, ცეფალოსპორინებთან, ციკლოსერინებთან ერთდროული გამოყენება.
მოცდის პერიოდი:
ხორცი:
ხბო, ცხვარი, თხა: 14 დღე,
ღორი: 8 დღე,
ფრინველი: 7 დღე.
შეფუთვა: 100 მლ. შემცველობის პოლიმერის ბოთლი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას.