ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვეტბიცინ-3

₾1.20
მიმართულება :
ბრენდი : სხვა
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 49002

გამოყენების ინსტრუქცია

ვეტაბიცინი-3

(საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი)

 

აღწერილობა

თეთრი ფერის, უსუნო, ჰიგროსკოპიური ფხვნილი,  მოთავსებული შუშის ფლაკონში, რომელიც დახურულია რეზინის საცობით და დაბეჭდილია ალუმინის ლუქით, 600 000 ერთ.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს:

ბენზილპენიცილინის ნატრიუმის მარილი - 200 000 ერთ.;

ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილი - 200 000 ერთ.;

ბენზილპენიცილინის ბანზატინი (ბიცილინი-1) - 200 000 ერთ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QJ01CE30 - პენიცილინების კომბინაციები.

ვეტაბიცინი-3 - ბაქტერიციდული პრეპარატი, რომლის მოქმედი ნივთიერება (ბენზილპენიცილინი) მიეკუთვნება პენიცილინთა ჯგუფს, რომლებიც მგრძნობიარეა -ლაქტაზების ზემოქმედებაზე.

პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის სპექტრის ანალოგიურია. პრეპარატის ბაქტერიციდული მოქმედება ვლინდება მიკროორგანიზმების უჯრედის გარსის მუკოპეპტიდების სინთეზის ინჰიბირებით. ვეტაბიცინის მიმართ მგრძნობიარეა-გრამდადებითი მიკროორგანიზმები (Staphyloccocus spp., Streptoccocus spp.,, გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corinebacterium diphtheriae), გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), Treponema pallidium. პრეპარატის მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების, მიკობაქტერიების, სოკოს, ვირუსების და პროტოზოების უმეტესობა.

ვეტაბიცინი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ბენზილპენიცილინის ფორმას.

ინტრამუსკულარულად შეყვანისას ხდება მისი დეპონირება კუნთოვან ქსოვილში. ინექციიდან პირველი საათების განმავლობაში ბენზბლპენიცილინი სისხლში მაღალ დონეს აღწევს. ბენზილპენიცილინი კარგად იშლება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეში. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში და ლორწოვან გარსებში. ბენზილპენიცილინის ორგანიზმიდან გამოსვლა ბიოლოგიურად აქტიური ფორმით (50-70%) ხდება შარდით, , მცირე რაოდენობით კი ნერწყვთან და რძესთან ერთად გამოიყოფა.

ცხოველების სახეობები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ღორი, ძაღლი, ბეწვიანი ცხოველები.

ჩვენებები

ნეკრობაქტერიოზის, პასტერელოზის, პნევმონიის, მასტიტის, მეტრიტის, ჭრილობის ინფექციის, ოტიტის, საშარდე გზების ინფექციების, სეპტიცემიის, ფლეგმონის, ემფიზემატოზური კარბუნკულის მკურნალობა შემდეგ ცხოველებში- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ღორი, ძაღლი, წაულასი, ნუტრია, კურდღელი; ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სტრეპტოკოკური ინფექციის მკურნალობა; ცხენების გადამდები კორიზას (coryza contagiosa equorum), სტრეპტოკოკოზიის, სტაფილოკოკოზის, ინფექციური სტომატიტის, რინიტის მკურნალობა; ძაღლის ჭირის (კომპლექსური თერაპიის ფარგლებში), ღორის ერიზიპელას მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

დოზირება

პრეპარატის სუსპენზია მზადდება ასეპტიკის წესების დაცვით, უშუალოდ ინექციის წინ. პრეპარატის სუსპენზია მზადდება პრეპარატის 0,5% ნოვოკაინის ხსნარში გახსნით, რომელიც ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და მისი შეყვანა ხდება ინტრამუსკულარულად  ერთხელ დღეში 7 დღე:

ცხოველების სახეობები

ერთჯერადი დოზა (ერთ. სხეულის წონის 1 კგ-ზე)

ზრდასრული ცხოველები

ახალგაზრდა ცხოველები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

10 000

15 000

ცხვარი, თხა

15 000

20 000

ღორი

10 000

20 000

ცხენი

10 000

12 000

ძაღლი, წაულასი, ნუტრია

40 000

60 000

კურდღელი

10 000

25 000

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ან ნოვოკაინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ, უკანასკნელის გამხსნელად გამოყენების შემთხვევაში.

დაუშვებელია  მისი გამოყენება თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

დაუშვებელია მისი გამოყენება ინტრავენურად.

დაუშვებელია გამოყენება ზღვის გოჭებზე, ზაზუნებზე და ეგზოტიკურ ცხოველებზე.

გაფრთხილებები

გვერდითი ეფექტები

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პრეპარატის ინტრამუსკულური გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება). ამ გართულებების განვითარება დაკავშირებულია ცხოველების ინდივიდუალურ მგრძნობელობასთან და არ არის დამოკიდებული პრეპარატის შეყვანილ დოზაზე. გართულებები შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის პირველი შეყვანის შემდეგ, მაგრამ უფრო ხშირად აღნიშნული განპირობებულია ორგანიზმის სენსიბილიზაციით განმეორებითი მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

გამოიყენეთ ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

პენიცილინი ძალიან ტოქსიკურია მღრღნელებისათვის (ზღვის გოჭებისათვის, ზაზუნებისათვის, ეგზოტიკური ცხოველებისათვის). არ გამოიყენოთ აღნიშნული სახეობის ცხოველებზე.

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ინტრამუსკულარული წესით.

გამოუყენებელი და ვადაგასული პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.

რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.

ურთიერთმოქმედება სხვა საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

პენიცილინების და ამინოგლიკოზიდების კომბინაცია სინერგიულად მოქმედებს გრამდადებით კოკებზე (გარდა პნევმოკოკებისა), მაგრამ არ არის რეკომენდებული ამ ანტიბიოტიკების ერთ შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში, შერევა, რადგან ისინი ფიზიკო-ქიმიურად შეუთავსებელია. მაკროლიდებთან ან ტეტრაციკლინებთან ერთად, აქვს დამატებითი ეფექტი. პენიცილინსა და ამ პრეპარატებს შორის ანტაგონიზმი არ დასტურდება. არ არის რეკომენდებული სულფანილამიდებთან ერთდროულად გამოყენება, რადგან ისინი მიკრობიოლოგიური ანტაგონისტები არიან და ზრდიან ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.

ორგანიზმიდან გამოსვლის( (კარენციის) პერიოდი

ხორცი და მისი სუბპროდუქტები: 16 დღე.

რძე: 7 დღე.

 

 

გამოშვების ფორმა.

შუშის ფლაკონები, დახურული რეზინის საცობით და დაბეჭდილი ალუმინის ლუქით 600 000 ერთ.

 

მუყაოს კოლოფი შეიცავს 40 ც შუშის ფლაკონს; გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 520 შუშის ფლაკონს (13 მუყაოს კოლოფი თითოეული 40 შუშის ფლაკონით).

შენახვის პირობები.

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 20°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

გამოიყენეთ ახალი მომზადებული სუსპენზია. დაუშვებელია სუსპენზიის შენახვა. გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი ნირმატიული აქტების შესაბამისად.

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

რეგისტრაციის მფლობელის დასახელება და მისამართი.

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

 

/ხელმოწერილია/

/დასმულია ბეჭედი (შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 31033528, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, უკრაინა)/

                                                       

 

 

 

ფასდაკლება