invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

იამის მალამო 20 გრ

₾1.70
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : უკრვეტპრომპოსტაჩი
პროდუქტის ტიპი : ანთების საწინააღმდეგო
პროდუქტის ფორმა : მალამო
კოდი : 08002

 

 

პროდუქტის მახასიათებელი: 

ტიპი    მალამო
დანიშნულება ანთების საწინააღმდეგო
შეფუთვა 40გრ
წარმოშობის ქვეყანა   უკრაინა

 

აღწერა:

ნაცრისფერიდან ყავისფერის სხვადასხვა  ტონის შეფერილობის ერთგვაროვანი მასა   სპეციფიკური სუნით, მოთავსებული პოლიმერულ კონტეინერში- 20 გრ.

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 100 გრამი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს:

თუთიის ოქსიდი - 10 გრ.;

გოგირდი - 10 გრ.

დამხმარე ნივთიერებები: სალიცილის მჟავა, არყის ხის კუპრი, სკიპიდარი, ლანოლინი, ლიზოლი, ვაზელინის ზეთი, ვეტერინარული ვაზელინი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QD01AE. სოკოს საწინააღმდეგო სხვა ვეტერინარული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

პრეპარატს აქვს ფუნგიციდური თვისებები შემდეგი გამომწვევების მიმართ-Trichophyton, Microsporum canis, Epidermophyton floccosum, ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგ მიკრობებზე-Streptococcus spp., Stphylococcus spp., Brucella spp., E. coli, Salmonella spp., Pasteurella, Proteus spp. და Pseudomonas.spp., Corynebacterium და ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც.

თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი, ადსორბციული, ანტისეპტიკური მოქმედება, ამცირებს ექსუდაციური პროცესებს.  აყალიბებს ალბუმინატებს და იწვევს ცილების დენატურაციას.  კანის დაზიანებულ ზედაპირზე გამოყენებისას ამცირებს ექსუდაციურ პროცესებს, ხსნის ანთების და გაღიზიანების ადგილობრივ გამოვლინებებს; აქვს ადსორბციული ეფექტი, წარმოქმნის კანზე დამცავ ფენას, რომელიც  მასზე გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებას ამცირებს.

გოგირდს აქვს კერატოლიზური და ანტიპარაზიტული მოქმედება. კანზე და ლორწოვან გარსებზე დატანისას აქვს გამაღიზიანებელი მოქმედება, გარდაიქმნება გოგირდწყალბადში და გოგირდოვან ანჰიდრიდში, რომელთაც ახასიათებთ ანტიპარაზიტული მოქმედება.

 

ცხოველების სახეობები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, მტაცებლები (არქტიკული მელა (ყარსაღი), წაულასი, ნუტრია, ონდატრა, წავი, მელა, მგელი), ფრინველი (ქათამი,

 

ბატი, ინდაური, ციცარი, ხოხობი, მტრედი).

 

ჩვენებები:

ადგილობრივად თერაპიულ ღონისძიებებთან კომპლექსში ცხოველების სამკურნალოდ. ეგზემის, დერმატიტის და კანის სხვა დაავადებების მკურნალობა ცხოველებში, ცხვარში ჩლიქის ნეკრობაქტერიოზითა და ლპობითი დაზიანებების დროს, სარკოპტოზის, ოტოდექტოზი, კნემიდოკოპტოზი ფრინველში, გამოწვეული დერმატოფიტებით, Candida-ს სახეობის საფუარის მსგავსი სოკოთი, მრავალფეროვანი ლიქენით (Pityrosporum orbiculare).

 

დოზირება:

გარეგანი გამოყენებისათვის. მალამოს დატანა ხორციელდება ნაზი შეზელვით დაზიანებულ კანზე და მის იგვლივ 2-4 სანტიმეტრის რადიუსზე. გამოყენებამდე აღნიშნულ ადგილს უნდა მოშორდეს ბეწვი, უცხო სხეულები, ექსუდატი და დანეკროზებული ქსოვილი. დაზიანებული არეები მუშავდება 1-2 ჯერ დღეში, 4-5 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ 4-5 დღის შემდეგ არ მოხდა კანის აშრევება, მალამოს გამოყენება კვლავ  უნდა გაგრძელდეს. მკურნალობის დაწყებიდან 7-10 დღეში დაზიანებულ არეში მოხდება ქერცლის საბოლოო აშრევება და შეიმჩნევა ბეწვის ზრდა.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების მიმართ.

 

გაფრთხილებები:

გვერდითი ეფექტები

მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

გამოიყენეთ სიფრთხილით იმ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მიმართ.

ვადაგასული პრეპარატის უტილიზაცია, უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.

რაიმე სახის გაფრთხილებები არ არსებობს.

ურთიერთმოქმედება სხვა საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

არ არის დადგენილი

ორგანიზმიდან გამოსვლის(კარენციის) პერიოდი

ხორცი და მისი სუბპროდუქტები: 0 დღე.

რძე: 0 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

20 გრამიანი პოლიმერული კონტეინერები.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 15 ც 20 გრამიან პოლიმერულ კონტეინერს.

გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 12 მუყაოს კოლოფს (180 კონტეინერს).

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

 

ვარგისობის ვადა:

5 წელი.

კონტეინერის გახსნა და პრეპარატის გამოყენების დაწყება არ მოქმედებს პრეპარატის ვარგისობის ვადაზე იმ შემთხვევაში თუ თითოეული გამოყენების შემდეგ თავსახური მჭიდროდ იქნება დახურული. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

 

 

 

 

 

 

ფასდაკლება